banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

მეტფორმინი ლეკი® 500 მგ

 

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

მეტფორმინი ლეკი ® 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები

METFORMIN LEK 500mg coated tablets

 

აქტიური ნივთიერება : მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 500 მგ / შემოგარსული ტაბლეტი .

ფარმაცევტულად აქტიური ინგრედიენტი : მეტფორმინის ჰიდროქლორიდი .

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს , რაც 390 მგ მეტფორმინს შეესაბამება .

დამხმარე ნივთიერებები : ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი A ტიპის , მიკროკრისტალური ცელულოზა , კოპოვიდონი , ჰიპრომელოზა ( E 464 ), ლაქტოზას მონოჰიდრატი , მაკროგოლი 4000, მაგნიუმის სტეარატი , სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი , საღებავი ნივთიერება ტიტანის დიოქსიდი ( E 171 ).

 

მეტფორმინი ლეკი ® გამოდის შეფუთვებში , რომლებიც 30 და 120 ტაბლეტს შეიცავს .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

მეტფორმინი ლეკი ® ეკუთვნის იმ სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს , რომლებიც განკუთვნილია ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის (II ტიპის შაქრიანი დიაბეტი ) სამკურნალოდ მოზრდილებსა და 10 წელზე უფროს ბავშვებში .

 

ჩვენებები

მეტფორმინი ლეკი ® სამკურნალო პრეპარატია , რომელიც განკუთვნილია სისხლში მომატებული შაქრის დასაწევად პაციენტებში , რომლებსაც აწუხებთ დიაბეტი (II ტიპის შაქრიანი დიაბეტი ), განსაკუთრებით პაციენტებში ზედმეტი წონით , რომელთა შაქრის კონტროლი სისხლში დამაკმაყოფილებლად ვერ კონტროლდება მხოლოდ დიეტის დაცვითა და ფიზიკური დატვირთვით .

 

მეტფორმინი ლეკი ® ინიშნება მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ როგორც ცალკე ( როგორც მონოთერაპია ), ასევე კომბინაციაში ინსულინთან ან სისხლში შაქრის შესამცირებელ შიგნით მისაღებ სხვა პრეპარატებთან ერთად .

 

მეტფორმინი ლეკის ® გამოყენება შეიძლება მოზარდებისა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ როგორც ცალკე ( როგორც მონოთერაპია ), ასევე ინსულინთა კომბინაციაში .

როგორც პირველი ხაზის პრეპარატით მეტფორმინით მკურნალობისას მოზრდილ პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით (II ტიპის ), რომლებსაც ზედმეტი წონა აწუხებთ , რომლებსაც დიეტის დაცვამ არ მოუტანა სათანადო შედეგი , დადგინდა დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამოვლინების სიხშირის შემცირება .

 

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ მეტფორმინი ლეკი ® ლეკი შემდეგ შემთხვევებში :

-           ჰიპერმგრძნობელობა მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ;

-           სისხლის მაღალი მჟავიანობის დროს დიაბეტის ფონზე ( დიაბეტური კეტოაციდოზი ), კომის წინა მდგომარეობაში ;

-           თირკმლის უკმარისობის ან თირკმლის დისფუნქციის დროს ( თირკმლის უკმარისობა კრეატინინის დაბალი კლირენსით );

-           მწვავე მდგომარეობებისას , რომლებმაც შეიძლება თირკმლების ფუნქციის დარღვევები გამოიწვიოს , მაგალითად :

-           გაუწყლოება ძლიერი გულისრევის ან დიარეის შედეგად ( დეჰიდრატაცია );

-           მძიმე ინფექციები ;

-           სისხლძარღვების უკმარისობა ( შოკი );

-           გამოკვლევების ჩატარებამდე , მის დროს და 48 საათის განმავლობაში გამოკვლევების ჩატარების შემდეგ სისხლძარღვებში იოდის კონტრასტული გარემოს შეყვანით ;

-           მწვავე ან ქრონიკული დაავადებებისას , რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობა ( ჰისტოჰიპოქსია ), როგორიცაა :

-           გულის ან სუნთქვის უკმარისობა ;

-           გულის შეტევა ( ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი );

-           სისხლძარღვების უკმარისობა ( შოკი );

-           ღვიძლის უკმარისობის , ალკოჰოლით მწვავე მოწამვლის , ალკოჰოლიზმის დროს ;

-           ასევე ლაქტაციის პერიოდში .

 

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე მეტფორმინი ლეკის ® გამოყენებისას :

რძემჟავას არასასურველი დაგროვების და სისხლის PH- ის ჭარბი მჟავიანობისკენ გადახრის რისკი ( ლაქტოციდოზი ) განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა თირკმლის ფუნქციით . ამის მიზეზით თირკმელების ნორმალურად მუშაობის შემოწმება აუცილებელი პირობაა მეტფორმინი ლეკით ®   თერაპიის დანიშვნამდე .

ამასთან დაკავშირებით რეგულარულად უნდა შემოწმდეს ( წელიწადში ერთხელ , საჭიროებისას უფრო ხშირადაც ) თირკმლის ფუნქცია შრატში კრეატინინის დონის განსაზღვრის გზით . თუ შრატში კრეატინინის მაჩვენებელი ნორმის ზედა ზღვარზეა , გამოკვლევა წელიწადში 2-4- ჯერ უნდა ჩატარდეს . გასათვალისწინებელია ის ფაქტი , რომ შრატში მხოლოდ კრეატინინის დონე განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტებისათვის ყოველთვის შესაბამისი მაჩვენებელი არ არის . საჭიროების შემთხვევაში თერაპიის დანიშვნამდე თირკმლის ფუნქციის შეფასებისათვის საჭიროა სხვა მაჩვნებლის კრეატინინის კლირენსის შემოწმებაც .

 

განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა საჭიროა იმ სიტუაციებში , რომლებიც პოტენციურად იწვევენ თირკმლის ფუნქციის დარღვევას ( . . სისხლის მაღალი წნევისა და რევმატიზმის შესამცირებელი ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატით თერაპიის დასაწყისში ).

 

ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა ღვიძლის დისფუნქციის დროს .

 

სისხლძარღვებში შესაყვანი იოდის კონტრასტული გარემოს გამოყენებით გამოკვლევების ჩატარება იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკს . ამის გამო თერაპია მეტფორმინი ლეკით ® უნდა შეწყდეს გამოკვლევების ჩატარებამდე და 2 დღით გამოკვლევების ჩატარების შემდეგ მანამ , სანამ თირკმლის ფუნქციის განმეორებით შეფასებისას არ დადასტურდება , რომ იგი მოწესრიგდა .

ზოგადი ნარკოზით ჩასატარებელი ქირურგიული ჩარევის დაგეგმვისას მეტფორმინი ლეკით ® მკურნალობა უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 2 დღით ადრე . პრეპარატის მიღების განახლება შეიძლება არანაკლებ 48 საათში ოპერაციიდან თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში .

ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის შესახებ ( მაგ ., გრიპი , რესპირატორული ინფექცია , შარდის გამომყოფი სისტემის ინფექცია ) უნდა ეცნობოს ექიმს .

მეტფორმინი ლეკით ® თერაპიის დროს გააგრძელეთ თქვენი დიეტის დაცვა , დღის განმავლობაში ნახშირწყლების მიწოდების ადეკვატური განაწილების გაკონტროლებით . თუ ჭარბი წონა გაქვთ , უნდა გააგრძელოთ თქვენი ენერგეტიკულად შეზღუდული დიეტის დაცვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ .

დიდი რაოდენობით ალკოჰოლის გამოყენება იწვევს ჰიპოგლიკემიისა და ლაქტოციდოზის განვითარების რისკს . ამ მიზეზით ალკოჰოლის გამოყენების საწინააღმდეგოდ მეტფორმინით თერაპიის დროს საჭიროა თავის შეკავება ალკოჰოლის გამოყენებისაგან .

 

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატით მკურნალობის დანიშვნამდე ექიმმა დიაბეტის (II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ) დიაგნოზი უნდა დაადასტუროს . წლიური კონტროლირებადი კლინიკური კვლევის დროს ზრდაზე ან სქესობრივ მომწიფებაზე მეტფორმინის არანაირი ზეგავლენა არ გამოვლენილა ; მაგრამ , ამ პრობლემატიკის შესწავლისკენ მიმართული უფრო ხანგრძლივი კვლევის შედეგები არ არსებობს .

ვინაიდან კონტროლირებადი კლინიკური კვლევის ჩატარებაში ჩართული იყო 10-12 ასაკის მხოლოდ რამოდენიმე ბავშვი , ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების მეტფორმინი ლეკით ® მკურნალობისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე .

 

ბავშვებში , რომლებიც მეტფორმინს იღებენ , განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების პერიოდში , რეკომენდებულია მეტფორმინის ეფექტების გაკონტროლება ზრდისა და სქესობრივი მომწიფების მიმართ .

 

10-12 წლის ბავშვები

კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას 10-12 წლის ბავშვების მკურნალობის შესახებ მიღებული მონაცემები ძალიან ცოტაა . ამასთან დაკავშირებით მეტფორმინით 10-12 წლის ბავშვების მკურნალობისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე .

 

ხანდაზმულები

ვინაიდან ხანდაზმულ ადამიანებს თირკმელების ფუნქცია ხშირად დარღვეული აქვთ , პრეპარატ მეტფორმინი ლეკის ® დოზირება დამოკიდებული უნდა იყოს მათ მდგომარეობაზე . ამ მიზეზით ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლები .

 

ორსულობა

დიაბეტით დაავადებულმა ორსულმა ქალებმა ან ქალებმა , რომლბიც ორსულობას გეგმავენ , არ უნდა იმკურნალონ მეტფორმინი ლეკით ® . ამ შემთხვევებში საჭიროა სისხლში შაქრის რაოდენობის ნორმალიზება ინსულინის მეშვეობით .

 

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება აკრძალულია .

 

განსაკუთრებული სიფრთხილე

ორგანიმში მეტფორმინის არასასურველმა დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს სისხლის ლაქტოციდოზის განვითარებას , რომელმაც დაუყოვნებლივი მკურნალობის გარეშე შეიძლება სიცოცხისათვის საშიში ხასიათი შეიძინოს ( . . კომა ). ჭარბი დოზის გარდა სისხლის რძემჟავათი აციდოზი შეიძლება იყოს უკუჩვენებების არსებობის მიზეზი ან მათი განვითარების შესაძლებლობის უგულვებელყოფა . ამის გამო უკუჩვენებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს .

ლაქტოციდოზის საწყისიმა სიმპტომებმა შეიძლება მოგვაგონოს გვერდითი ეფექტები , რომლებსაც იწვევს მეტფორმინი კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ღებინება , გულისრევა , დიარეა და მუცლის ტკივილი . სრული სურათი , რომელიც მოიცავს კუნთების ტკივილსა და კრუნჩხვებს , სუნთქვის გახშირებას , ასევე გონების დაბინდვასა და კომას , შეიძლება განვითარდეს რამოდენიმე საათის განმავლობაში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას .

 

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატ მეტფორმინი ლეკით ® მონოთერაპია არ იწვევს სისხლში შაქრის მაჩვენებლების ნორმაზე ქვევით დაწევას ( ჰიპოგლიკემია ) და ამიტომ არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე . მაგრამ მეტფორმინის სულფონილშარდოვანასთან , ინსულინთან და სისხლში შაქრის რაოდენობის შემამცირებელ სხვა პრეპარატებთან კომბინირებისას , ავტოტრანსპორტისა და სხვა ექანიზმების მართვის უნარი შეიძლება დაირღვეს სისხლში შაქრის ძალიან დაბალი მაჩვენებელბის ( ჰიპოგლიკემიის ) გამო .

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტფორმინი ლეკის ® ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას ( რძის შაქარს ). პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს იმ შემთხვევაში , თუ იცით , რომ გაწუხებთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა .

 

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რაიმე სხვა   წამლებს , მათ შორის ურეცეპტოს , ამის შესახებ აცნობეთ ექიმს .

მეტფორმინი ლეკით ® ხანგრძლივი თერაპიის დროს დამატებითი ფარმაცევტული თერაპიის როგორც დაწყებამ , ასევე მოხსნამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისხლში შაქრის დონეზე .

 

აცნობეთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით შემდეგ პრეპარატებს : კორტიკოსტეროიდები , სისხლის მაღალი წნევის დამწევი ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი ( აგფ - ინჰიბიტორები ), შარდმდენი პრეპარატები ( დიურეზულები ), ბრონქული ასთმის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი ( ბეტა - სიმპათომიმეტურები ), ასევე იოდის კონტრასტული საშუალებები , ციმეტიდინი ან ალკოჰოლის შემცველი სამკურნალო პრეპარატები .

 

საკვების ან სასმელების მოქმედება

მეტფორმინი ლეკით ® მკურნალობის დროს ალკოჰოლის შემცველი საკვებისა და სასმელების მიღება არ შეიძლება .

 

მიიღების წესი

პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების დაცვით . ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს .

 

მეტფორმინი ლეკის ® დოზას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის სისხლში შაქრის მაჩვენებლების მიხედვით და აკონტროლებს მას დროის გარკვეულ მონაკვეთებში .

 

თუ ექიმმა სხვაგვარად არ დანიშნა , მაშინ ჩვეულებრივი დოზა შეადგენს :

 

მოზრდილები

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2-3 შემოგარსული ტაბლეტი 500 მგ დღეში ( რაც შეესაბამება 1000-1500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს ) ჭამის დროს და ჭამის შემდეგ . სადღეღამისო მაქსიმალური დოზა შეადგენს 3 შემოგარსულ ტაბლეტს 500 მგ ( რაც შეესაბამება 3000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს ).

 

საჭირო დოზის ინდივიდუალური შერჩევისათვის ასევე გამოდის შემოგარსული ტაბლეტები , რომლებიც შეიცავს 500 მგ , 850 მგ და 1000 მგ აქტიურ ნივთიერებას მეტფორმინს .

 

ბავშვები და მოზარდები

მონოთერაპია და ინსულინთან კომბინირება

მეტფორმინი ლეკის ® გამოყენება შეიძლება მოზარდებისა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ .

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს ( ამისათვის გამოდის მეტფორმინი ლეკი ® 500 მგ ) ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს ( რაც შეესაბამება მეტფორმინი ლეკი ® 850 მგ ერთ შემოგარსულ ტაბლეტს ) დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ .

 

მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეაგენს 2000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს , მიღებულს 2 ან 3 ერთჯერადი დოზის სახით .

 

შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად , საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით ჭამის დროს ან მის შემდეგ . თუ მიიღება 2 ან მეტი შემოგარსული ტაბლეტი , მათი მიღება დღის განმავლობაში უნდა გაიყოს , მაგ ., 1 ტაბლეტი საუზმისა და ვახშამის შემდეგ .

 

შენიშვნა

დოზირების მონაცემები არ იძლევა შემოგარსული ტაბლეტის გაყოფის საშუალებას . მიუხედავად ამისა , მიღების გასაადვილებლად შემოგარსული ტაბლეტის გაყოფა შეიძლება .

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს .

პრეპარატის ჭარბი დოზის მიღება არ იწვევს სისხლში შაქრის მაჩვენებლების ნორმაზე დაბლა დაწევას ( ჰიპოგლიკემიას ), მაგრამ იწვევს რძემჟავა აციდოზის განვითარების რისკს ( ლაქტოციდოზი ). ლაქტოციდოზის დაწყების სიმპტომებმა შეიძლება მოგვაგონოს გვერდითი ეფექტები , რომლებსაც იწვევს მეტფორმინი კუჭ - ნაწლავის ტრაქტში : ღებინება , გულისრევა , დიარეა და მუცლის ტკივილი . სრული სურათი , რომელიც მოიცავს კუნთების ტკივილსა და კრუნჩხვებს , სუნთქვის გახშირებას , ასევე გონების დაბინდვასა და კომას , შეიძლება განვითარდეს რამოდენიმე საათის განმავლობაში და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას .

 

გამოტოვებული დოზა

თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო , მოიცადეთ , ხოლო შემდეგ მიღება ჩვეულებრივი რეჟიმით განაგრძეთ .

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება !

 

პრეპარატ მეტფორმინი ლეკის ® გამოყენების შეწყვეტა

პრეპარატით მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტისას შეიძლება შემეგი შედეგების განვითარება : სისხლში შაქრის დონის კონტროლირებადი მომატება და დიაბეტის ხანგრძლივი ეფექტების გამოვლინება , როგორებიცაა მხედველობის დარღვევა , თირკმელების და სისხლძარღვების დაზიანება .

 

გვერდითი ეფექტები

ყველა წამლის მსგავსად მეტფორმინი ლეკს ® შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება , თუმცა ისინი ყველას არ უნვითარდება .

 

გვერდითი ეფექტების შეფასება ჩვეულებრივ დაფუძნებულია მათი გამოვლინების სიხშირის შესახებ შემდეგ მონაცემებზე :

 

ძალიან ხშირად :

ხშირად :

10 ნამკურნალვიდან 1- ზე მეტი

10 ნამკურნალვიდან 1- ზე ნაკლები , მაგრამ 100 ნამკურნალევიდან 1- ზე მეტი

ზოგჯერ :

იშვიათად :

ძალიან იშვიათად :

100 ნამკურნალვიდან 1- ზე ნაკლები , მაგრამ 1000 ნამკურნალევიდან 1- ზე მეტი

1000 ნამკურნალვიდან 1- ზე ნაკლები , მაგრამ 10000 ნამკურნალევიდან 1- ზე მეტი

10000 ნამკურნალვიდან 1- ზე ნაკლები , ერთეული შემთხვევების ჩათვლით

 

კუჭ - ნაწლავის ტრაქტი

ძალიან ხშირად

ღებინება , გულისრევა , დიარეა , მუცლის ტკივილი და უმადობა . ეს გვერდითი ეფექტები ძირითადად ვითარდება თერაპიის დასაწყისშივე და უმეტეს შემთხვევაში სპონტანურად ქრება . ამ სიმპტომების განვითარების პრევენციისათვის მეტფორმინი ლეკის ®   მიღება რეკომენდებულია 2 ან 3 დოზის სახით დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ .

თუ ეს სიმპტომები დიდხანს არ გაქრა , მეტფორმინი ლეკის ® გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან გასაუბრება .

 

ხშირად

გემოს შეგრძნების შეცვლა .

 

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ძალიან იშვიათად

მძიმე მეტაბოლური დეკომპენსაცია სისხლის რძემაჟავა აციდოზის დროს . აციდოზის სიმპტომები შეიძლება იყოს ღებინება და მუცლის ტკივილი , რომლებსაც თან ახლავს კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები , ასევე მძიმე ზოგადი სისუსტე ( იხ . “ განსაკუთრებული სიფრთხილე ”).

 

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აღინიშნება ვიტამინი B12 - აბსორბციის და ასევე შრატში მისი როდენობის შემცირება . ამის გათვალისწინება აუცილებელია ანემიის განსაკუთრებული ფორმის მქონე პაციენტების მკურნალობისას როგორც მისი შესაძლო მიზეზი .

 

ჰეპატობილიალური დარღვევები

ანალიზების ჩატარებისას აღმოჩენილი ღვიძლის ფუნქციის ანომალიები და სიყვითლე ( ჰეპატიტი ), რომლებიც ქრება მეტფორმინი ლეკის ® გამოყენების შეწყვეტის შემდეგ .

 

კანი და კანქვეშა ქსოვილები

ძალიან იშვიათად

კანის ისეთი რეაქციები , როგორიცაა სიწითლე , ქავილი და ჭინჭრის ციება .

პუბლიკაციების , პოსტმარკეტინგული კვლევებისა და წლიური კლინიკური კვლევის მონაცემებით , რომელიც ჩატარებულია 10-16 წლის ასაკის შეზღუდული რაოდენობის ბავშვთა მონაწილეობით , ბავშვებში განვითარებულ გვერდით ეფექტებს ჰქონდათ იგივე ხასიათი და სიმძიმის ხარისხი , როგორიც მოზრდილებში .

 

მისაღები ზომები

თუ ეჭვი გაქვთ რძემჟავა აციდოზზე , დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს .

 

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ ხასიათს მიიღებს ან გამოვლინდება სხვა გვერდითი ეფექტები , რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ - ჩანართში , ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს .

 

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე .

 

გამოშვების ფორმა

30, 120 ტაბლეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში

 

ვარგისიანობის ვადა

5 წელი . ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება . ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს .

 

გაცემის პირობები

რეცეპტით .

 

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი :

ლეკ . ., ვეროვშკოვას 57, ლიუბლიანა , სლოვენია

 

მწარმოებელი

სალუტას ფარმა გმბჰ , ბარლებენი , გერმანია .

ოტტო - ფონ - გუერიცკე - ალეე 1, 39179

 

 

 

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge