






მერკაზოლილი-ზდოროვიე
პრეპარატის
გამოყენების
ინსტრუქცია
მერკაზოლილი
-
ზდოროვიე
Merkazolil-Zdorovie
(Thiamazole)
ტაბლეტები
სამკურნალო
საშუალების
შემადგენლობა
მოქმედი
ნივთიერება
:
მეთიმაზოლი
(
თიამაზოლი
).
1
ტაბლეტი
შეიცავს
5
მგ
მეთიმაზოლს
(
თიამაზოლს
).
დამხმარე
ნივთიერებები
:
კარტოფილის
სახამებელი
,
კალციუმის
სტეარატი
,
რაფინირებული
შაქარი
,
ტალკი
.
წამლის
ფორმა
:
ტაბლეტები
.
ფარმაკოთერაპიული
ჯგუფი
ანტითირეოიდული
საშუალება
,
ხელს
უშლის
ფარისებრი
ჯირკვლის
ჰორმონების
–
თიროქსინისა
და
ტრიიოდთირონინის
წარმოქმნას
.
ფარმაკოლოგიური
თვისებები
.
თირეოსტატული
მოქმედების
მექანიზმი
განპირობებულია
თიროქსინისა
და
ტრიიოდთირონინის
წარმოქმნაში
მონაწილე
ფერმენტის
აქტივობის
ინჰიბირებით
,
თიროქსინის
სეკრეციის
შემცირებით
.
პრეპარატი
აწესრიგებს
მეტაბოლურ
პროცესებს
ფარისებრ
ჯირკვალში
,
ამცირებს
ძირითად
ცვლას
(
რომელიც
მომატებულია
ფარისებრი
ჯირკვლის
ჰიპერფუნქციისას
),
აჩქარებს
ფარისებრი
ჯირკვლიდან
იოდიდების
გამოყოფას
,
ზრდის
ჰიპოფიზში
თირეოტროპული
ჰორმონის
სინთეზს
და
გამოყოფას
.
ხანგრძლივი
გამოყენებისას
იწვევს
თირეომასტიმულირებელი
იმუნოგლობულინების
გაქრობას
.
ფარმაკოლოგიური
მოქმედების
ეფექტურობით
აღემატება
პროპილთიოურაცილს
.
ფარმაკოლოგიური
ეფექტი
გამოვლინებას
იწყებს
5
დღეში
40
მგ
დოზის
მიღებიდან
.
შიგნით
მიღების
შემდეგ
სწრაფად
და
პრაქტიკულად
მთლიანად
შეიწოვება
კუჭ
-
ნაწლავის
ტრაქტიდან
.
ბიოშეღწევადობა
93%-
ს
შეადგენს
.
მაქსიმალური
კონცენტრაცია
სისხლში
მიიღწევა
0.4-1.2
საათის
განმავლობაში
.
სისხლის
ცილებს
პრაქტიკულად
არ
უერთდება
.
კუმულირდება
ფარისებრი
ჯირკვალში
.
აღწევს
დედის
რძეში
და
მასში
შეიძლება
მიაღწიოს
კონცენტრაციას
,
რომელიც
შეესაბამება
სისხლში
არსებულ
კონცენტრაციას
.
მეტაბოლიზდება
ღვიძლში
.
ნახევრადგამოყოფის
პერიოდი
– 3-6
საათი
.
გამოიყოფა
შარდით
და
ნაღვლის
წვენთან
ერთად
.
თირკმელებით
24-48
საათის
განმავლობაში
მოქმედი
ნივთიერების
70%
გამოიყოფა
,
თანაც
7-12%
უცვლელი
სახით
.
ფარმაკოკინეტიკის
მაჩვენებლები
არ
არის
დამოკიდებული
ფარისებრი
ჯირკვლის
ფუნქციურ
მდგომარეობაზე
.
პაციენტებში
ღვიძლის
უკმარისობით
ნახევარგამოყოფის
პერიოდი
ხანგრძლივდება
.
გამოყენების
ჩვენებები
დიფუზიური
ტოქსიკური
ჩიყვი
,
ფარისებრი
ჯირკვლის
ჰიპერფუნქცია
,
თირეოტოქსიკური
კრიზი
,
ჰიპერთირეოზი
(
ბაზედოვის
დაავადება
);
თირეოიდექტომიისათვის
მომზადება
;
ჰიპერთირეოზის
ოპერაციის
შემდგომი
რეციდივები
;
წინასწარი
და
შუალედური
მკურნალობა
რადიოაქტიური
იოდით
მკურნალობის
დროს
.
უკუჩვენებები
პრეპარატი
უკუნაჩვენებია
ჰიპერმგრძნობელობისას
მის
ან
თიოშარდოვანას
წარმოებულების
მიმართ
,
ჰიპოთირეოზის
(
თირეოსტაზულებით
მკურნალობის
პროცესში
განვითარებულის
გარდა
),
აგრანულოციტოზის
დროს
კარბიმაზოლით
ან
თიამაზოლის
პრეპარატებით
ადრე
ჩატარებული
თერაპიის
დროს
,
გრანულოციტოპენიის
(
მ
.
შ
.
ანამნეზში
),
გამოხატული
ლეიკოპენიის
,
ჩიყვის
ძალიან
დიდი
ზომების
,
ფარისებრ
ჯირკვალში
კვანძების
არსებობის
(
დაავადების
მძიმე
პროგრესირებადი
მიმდინარეობის
შემთხვევების
გარდა
,
როდესაც
ოპერაცია
დროებით
შეუძლებელია
),
ჩიყვის
მკერდის
უკან
მდგომარეობის
,
მკურნალობის
დაწყებამდე
ქოლესტაზის
,
ორსულობის
,
ლაქტაციის
დროს
. 3
წლამდე
ასაკის
ბავშვები
.
სიფრთხილე
პრეპარატის
გამოყენებამდე
აუცილებელია
ექიმთან
კონსულტაცია
.
შეზღუდვას
პრეპარატის
გამოყენებისათვის
წარმოადგენს
ღვიძლის
უკმარისობა
,
ფარისებრი
ჯირკვლის
მსხვილი
სტრუმები
ტრაქეის
სანათურის
შევიწროვებით
.
ბოლო
შემთხვევაში
პრეპარატი
ინიშნება
მხოლოდ
ხანმოკლე
დროით
და
ლევოთიროქსინთან
კომბინაციაში
პაციენტის
მდგომარეობის
კონტროლით
(
თირეოტროპული
ჰორმონის
დონის
,
ტრაქეის
სანათურის
კონტროლი
).
ოპერაციისათვის
მომზადებისას
,
როგორც
პრეპარატის
გამოყენების
შედეგი
,
გამორიცხული
არ
არის
ფარისებრი
ჯირკვლიდან
სისხლდენის
განვითარება
.
ამის
პრევენციისათვის
(
რემისიის
მიღწევისას
ან
მდგომარეობის
მნიშვნელოვნად
გაუმჯობესებისას
)
პრეპარატის
გამოყენება
წყდება
და
ინიშნება
იოდის
პრეპარატები
.
ოპერაცია
2-3
კვირაში
ტარდება
.
რადიოაქტიური
იოდის
დაგეგმილ
მიღებამდე
არანაკლებ
5
დღით
ადრე
დიაგნოსტიკის
ან
თერაპიის
მიზნით
პრეპარატის
გამოყენება
უნდა
შეწყდეს
.
ჰიპოთირეოზის
პროფილაქტიკისათვის
ეუთირეოზის
მიღწევისას
დამატებით
ინიშნება
ლევოთიროქსინი
(
სქემა
“
დააბლოკირე
და
ჩაანაცვლე
”);
ამ
დროს
რეკომენდებულია
თავისუფალი
თიროქსინის
დონის
კონტროლი
.
ლაბორატორიული
მაჩვენებლების
კონტროლი
.
მკურნალობის
პერიოდში
აუცილებელია
პერიფერიული
სისხლის
სურათის
რეგულარული
კონტროლი
.
ორსულობა
.
პრეპარატის
დანიშვნა
შეიძლება
მხოლოდ
იმ
შემთხვევაში
,
თუ
მოსალოდნელი
სარგებელი
დედისათვის
აღემატება
შესაძლო
რისკს
ნაყოფისათვის
.
ამ
შემთხვევაში
პრეპარატი
ინიშნება
მინიმალურ
ეფექტურ
დოზებში
,
რომლებიც
შესაძლებელს
ხდის
ფარისებრი
ჯირკვლის
ჰორმონების
დონის
ნორმის
ზედა
ზღვარზე
შენარჩუნებას
.
ზეგავლენა
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
მართვისა
და
მექანიზმებთან
მუშაობის
უნარზე
.
მონაცემები
არ
არსებობს
.
ურთიერთქმედება
სხვა
სამკურნალო
საშუალებებთან
პრეპარატის
კომბინირება
არ
შეიძლება
ლეიკოპენიის
გამომწვევ
პრეპარატებთან
:
ამიდოპირინი
და
მისი
ანალოგები
,
სულფანილამიდები
.
პრეპარატის
ეფექტურობას
ზრდიან
:
ორგანიზმში
იოდის
უკმარისობა
,
ლითიუმის
პრეპარატები
,
β
-
ადრენობლოკატორები
(
განსაკუთრებით
სუბტოტალური
თირეოიდექტომიისათვის
მომზადების
პერიოდში
),
რეზერპინი
,
ამიოდარონი
,
გენტამიცინი
;
ამცირებენ
–
კალიუმის
იოდიდი
,
იოდი
(
საჭიროა
მერკაზოლილ
-
ზდოროვიეს
დოზის
გაზრდა
).
პრეპარატი
ამცირებს
ფარისებრი
ჯირკვლის
ქსოვილის
მგრძნობელობას
სხივური
თერაპიის
მიმართ
,
ანტიკოაგულანტების
ეფექტურობას
(
კუმარინი
,
ინდანდიონის
წარმოებულები
);
ზრდის
β
-
ბლოკატორების
კლირენსს
.
ლეიკოპენიის
განვითარების
რისკი
მცირდება
ლეიკოგენთან
და
ფოლის
მჟავასთან
ერთად
გამოყენებისას
.
იმ
პაციენტებში
,
რომლებიც
მერკაზოლილი
-
ზდოროვიეს
იღებენ
თირეოტოქსიკოზის
სამკურნალოდ
,
ეუთირეოიდული
მდგომარეობის
მიღწევის
შემდეგ
შეიძლება
საჭირო
გახდეს
ერთდროულად
მიღებული
პრეპარატების
დოზების
შეცვლა
:
საგულე
გლიკოზიდების
,
ამინოფილინის
დოზების
შემცირება
;
ვარფარინისა
და
სხვა
ანტიკოაგულანტების
დოზის
მომატება
(
კუმარინისა
და
ინდანდიონის
წარმოებულები
).
ამიოდარონთან
ერთად
დანიშვნისას
შეიძლება
საჭირო
გახდეს
მერკაზოლილ
-
ზდოროვიეს
დოზის
შემცირება
.
გასათვალისწინებელია
ის
,
რომ
თირეოტოქსიკოზის
დროს
ჩქარდება
სხვადასხვა
სამკურნალო
საშუალებების
მეტაბოლიზმი
და
ელიმინაცია
,
რამაც
შეიძლება
საჭირო
გახადოს
დოზირების
რეჟიმის
კორექცია
.
განსაკუთრებული
მითითებები
პაციენტმა
უნდა
იცოდეს
,
რომ
თერაპიის
პერიოდში
ყელის
ტკივილის
,
ჩაყლაპვის
გაძნელების
,
სხეულის
ტემპერატურის
მომატების
,
სტომატიტის
,
ფურუნკულოზის
განვითარების
შემთხვევაში
პრეპარატის
გამოყენება
უნდა
შეწყდეს
და
აუცილებელია
ექიმთან
მიმართვა
.
მკურნალობის
დროს
კანქვეშა
სისხლჩაქცევების
ან
გაუგებარი
გენეზის
სისხლდენების
,
კანზე
გენერალიზებული
გამონაყარისა
და
ქავილის
,
ძლიერი
ღებინებისა
ან
გულისრევის
,
სიყვითლის
,
ეპიგასტრიუმში
ძლიერი
ტკივილების
და
გამოხატული
სისუსტის
განვითარებისას
აუცილებელია
პრეპარატის
გამოყენების
შეწყვეტა
.
მკურნალობის
ნაადრევად
შეწყვეტამ
შეიძლება
გამოიწვიოს
დაავადების
რეციდივი
.
გამოყენების
წესი
და
დოზები
ინიშნება
შიგნით
,
ჭამის
შემდეგ
,
დაუღეჭავად
,
სითხის
დაყოლებით
.
საწყისი
და
ინდივიდუალური
დოზები
ინდივიდუალურად
შეირჩევა
.
სადღეღამისო
დოზა
ინიშნება
1
მიღებად
ან
იყოფა
2-3
ერთჯერად
დოზად
.
მკურნალობის
დასაწყისში
ერთჯერადი
დოზები
მიიღება
დღის
განმავლობაში
მკაცრად
განსაზღვრულ
დროს
.
შემანარჩუნებელი
დოზა
მიიღება
1
მიღებად
საუზმის
შემდეგ
.
ჰიპერთირეოზი
.
მოზრდილებში
მსუბუქი
და
საშუალო
ფორმებისას
ინიშნება
5
მგ
(1
ტაბლეტი
) 3-4-
ჯერ
დღეში
,
თირეოტოქსიკოზის
მძიმე
ფორმებისას
– 10
მგ
(2
ტაბლეტი
) 3-4-
ჯერ
დღეში
.
რემიის
დადგომის
შემდეგ
(
ჩვეულებრივ
3-6
კვირის
შემდეგ
)
სადღეღამისო
დოზა
5-10
მგ
-
ით
მცირდება
ყოველ
5-10
დღეს
და
თანდათან
შეირჩევა
მინიმალური
შემანარჩუნებელი
დოზა
მდგრადი
თერაპიული
ეფექტის
მიღებამდე
– 5
მგ
(1
ტაბლეტი
)
დღეში
ერთხელ
,
დღეგამოშვებით
ან
3
დღეში
ერთხელ
.
უმაღლესი
დოზები
მოზრდილებისათვის
:
ერთჯერადი
– 10
მგ
(2
ტაბლეტი
),
სადღეღამისო
– 40
მგ
(8
ტაბლეტი
).
მკურნალობის
კურსი
1-2
წელი
.
თირეოტოქსიკოზის
მძიმე
ფორმებისას
შეიძლება
დოზის
გაზრდა
60
მგ
-
მდე
დღეში
3-4
მიღებად
,
მდგომარეობის
გაუმჯობესების
შემდეგ
(
ეუთირეოიდული
მდგომარეობის
მიღწევა
)
შემანარჩუნებელი
დოზა
– 5-20
მგ
/
დღე
.
მომზადება
თირეოიდექტომიისათვის
.
მოზრდილებში
ინიშნება
20-40
მგ
(4-8
ტაბლეტი
)
დღეში
ფარისებრი
ჯირკვლის
ჰიპერფუნქციის
სიმპტომების
აღმოფხვრამდე
(
ჩვეულებრივ
– 3-4
კვირა
,
ცალკეულ
შემთხვევებში
–
უფრო
ხანგრძლივად
);
მიღება
წყდება
1
დღით
ადრე
ოპერაციამდე
.
ოპერაციისათვის
მომზადების
დროის
შემცირების
მიზნით
დამატებით
ინიშნება
ß
-
ადრენობლოკატორები
და
იოდის
პრეპარატები
.
მომზადება
რადიოაქტიური
იოდით
მკურნალობისათვის
.
მოზრდილებში
ინიშნება
20-40
მგ
(4-8
ტაბლეტი
)
დღეში
ეუთირეოიდული
მდგომარეობის
მიღწევამდე
.
რადიოაქტიური
იოდის
მოქმედების
ლატენტური
პერიოდი
(
სხივური
თერაპიის
შემდგომი
პერიოდი
).
მოზრდილებში
ინიშნება
დოზით
1.25-10
მგ
დღეში
და
ლევოთიროქსინი
მცირე
დოზით
.
იოდის
პრეპარატის
დანიშვნისას
თირეოტოქსიკოზის
პროფილაქტიკა
(
იოდის
შემცველი
რენტგენოკონტრასტული
საშუალებების
გამოყენების
შემთხვევების
ჩათვლით
)
ლატენტური
თირეოტოქსიკოზის
,
ავტონომიური
ადენომების
ან
ანამნეზში
თირეოტოქსიკოზის
დროს
.
მოზრდილებში
ინიშნება
დოზით
10-20
მგ
(2-4
ტაბლეტი
)
დღეში
და
კალიუმის
პერქლორატი
დოზით
1
გ
/
დღე
8-10
დღის
განმავლობაში
იოდის
შემცველი
საშუალებების
გამოყენებამდე
.
13
წელზე
უფროსი
ასაკის
ბავშვებში
ინიშნება
იმავე
დოზებით
,
როგორც
მოზრდილებში
.
3-13
წლის
ბავშვებში
ინიშნება
საწყისი
დოზით
0.3-0.5
მგ
/
კგ
/
დღე
,
შემანარჩუნებელი
დოზები
– 0.2-0.3
მგ
/
კგ
/
დღე
(
ერთჯერადად
,
დილით
ჭამის
შემდეგ
).
მაქსიმალური
დოზა
ბავშვებისათვის
– 15
მგ
დღეში
(3
ტაბლეტი
).
საჭიროების
შემთხვევაში
დამატებით
ინიშნება
ლევოთიროქსინი
.
ორსულობის
დროს
(
მხოლოდ
იმ
შემთხვევაში
,
თუ
მოსალოდნელი
სარგებელი
დედისათვის
აღემატება
შესაძლო
რისკს
ნაყოფისათვის
)
ინიშნება
მინიმალურ
დოზებში
2.5-10
მგ
დღეში
.
სადღეღამისო
უმაღლესი
დოზა
– 10
მგ
(2
ტაბლეტი
).
პრეპარატის
ქრონიკული
ჭარბი
დოზის
მიღების
შემთხვევაში
ვითარდება
ჰიპოთირეოზი
.
სიმპტომები
:
ღებინება
,
გულისრევა
,
ყაბზობა
,
სისუსტე
,
კანის
სიმშრალე
,
თავის
ტკივილი
,
ძილიანობა
,
აპათია
,
ასკეტიზმი
,
კუნთების
ტკივილი
,
ქალებში
მენსტრუალური
ციკლის
შეცვლა
,
სხეულის
წონის
მომატება
,
ფარისებრი
ჯირკვლის
გადიდება
.
რაიმე
არასასურველი
მოვლენების
განვითარების
შემთხვევაში
აუცილებელია
ექიმთან
მიმართვა
.
მკურნალობა
:
პრეპარატის
გამოყენების
შეწყვეტა
.
როგორც
წესი
,
პრეპარატის
გამოყენების
შეწყვეტის
შემდეგ
აღინიშნება
ფარისებრი
ჯირკვლის
ფუნქციის
სპონტანური
აღდგენა
.
ზოგიერთ
შემთხვევაში
ექიმს
შეუძლია
დანიშნოს
ჩანაცვლებითი
თერაპია
.
გვერდითი
ეფექტები
.
ნივთიერებათა
ცვლის
მხრივ
:
ჰიპოთირეოზი
,
ფარისებრი
ჯირკვლის
ჰიპერპლაზია
,
ცხელება
;
იშვიათად
–
ინსულინური
აუტოიმუნური
სინდრომი
სისხლში
გლუკოზის
კონცენტრაციის
მკვეთრი
შემცირებით
.
კუჭ
-
ნაწლავის
ტრაქტის
მხრივ
:
ღებინება
,
გულისრევა
,
იშვიათად
–
გემოს
შეგრძნების
შექცევადი
შეცვლა
;
ძალიან
იშვიათად
–
სანერწყვე
ჯირკვლების
ძლიერი
გადიდება
,
ღვიძლის
ფუნქციის
დარღვევა
,
ქოლესტაზური
სიყვითლე
,
ჰეპატიტი
.
სისხლის
სისტემის
მხრივ
:
ლეიკოპენია
,
აგრანულოციტოზი
;
იშვიათად
–
აპლასტიური
ანემია
,
ჰიპოპროთრომბინემია
,
თრომბოციტოპენია
ასიმპტომატური
.
ცენტრალური
და
პერიფერიული
ნერვული
სისტემის
მხრივ
:
თავის
ტკივილი
,
თავბრუსხვევა
;
ძლიან
იშვიათად
–
ნევრიტი
,
პოლინეიროპათია
.
ალერგიული
რეაქციები
:
ქავილი
,
ჰიპერემია
,
გამონაყარი
კანზე
,
იშვიათ
შემთხვევებში
–
კვინკეს
შეშუპება
.
სხვა
:
ართრალგია
,
სისუსტე
,
სხეულის
წონის
მომატება
;
იშვიათად
–
ოპერაციის
შემდეგ
ფარისებრი
ჯირკვლიდან
სისხლდენის
მომატება
,
სხეულის
ტემპერატურის
მომატება
;
ძალიან
იშვიათად
–
ლიმფადენოპათია
,
მგლურასმაგვარი
სინდრომი
,
ნეფრიტი
.
პრეპარატი
ჩვეულებრივ
კარგი
ამტანობით
ხასიათდება
.
გვერდითი
ეფექტების
უმეტესობა
დამოკიდებულია
დოზაზე
და
ვითარდება
მკურნალობის
პირველი
4-8
კვირის
განმავლობაში
.
გვერდითი
ეფექტების
განვითარებისას
საჭიროა
დოზის
შემცირება
ან
პრეპარატის
გამოყენების
შეწყვეტა
.
რაიმე
არასასურველი
მოვლენების
განვითარების
შემთხვევაში
აუცილებელია
ექიმთან
მიმართვა
(
განსაკუთრებით
ბავშვების
მკურნალობისას
).
ვარგისიანობის
ვადა
5
წელი
.
შეფუთვაზე
მითითებული
ვარგისიანობის
ვადის
გასვლის
შემდეგ
პრეპარატის
გამოყენება
არ
შეიძლება
.
შენახვის
პირობები
ინახება
მშრალ
,
სინათლისაგან
დაცულ
,
ბავშვებისათვის
მიუწვდომელ
ადგილას
8-25
0
C
ტემპერატურაზე
.
გამოშვების
ფორმა
50
ან
100
ტაბლეტი
პლასტმასის
კონტეინერში
და
კოლოფში
.
გაცემის
წესი
რეცეპტით
.
მწარმოებელი
შპს
“
ფარმაცევტული
კომპანია
“
ზდოროვიე
”
უკრაინა
, 61013,
ქ
.
ხარკოვი
,
შევჩენკოს
ქ
., 22

© 2011-2015 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge