banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

მექსიდოლი®

 

 

პრეპარატის გამოყენების

ინსტრუქცია

მექსიდოლი ®

                                                                      Mexidol®

 

პრეპარატის სავაჭრო დასახელება : მექსიდოლი ®

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება : ეთილმეთილჰიდროქსი - პირიდინის სუქცინატი

ქიმიური რაციონალური დასახელება : 2- ეთილ -6- მეთილ -3- ჰიდროქსიპირიდინ სუქცინატი .

სამკურნალო ფორმა : ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისათვის

შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება - ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინ სუქცინატი – 50 გრ .

დამხმარე ნივთიერება ნატრიუმის მეტაბისულფიტი 1 ; საინექციო წყალი 1 - მდე

აღწერა :

უფერო ან ოდნავ მოყვითალო გამჭვირვალე სითხე 2 ან 5 მლ - იან ამპულებში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანტიოქსიდანტური საშუალება

ATC: NO7XX

ფარმაკოლოგიური თვისებები : გააჩნია ანტჰიპოქსიური , მემბრანოპროტექტული , ნოოტროპული , კრუნჩხვის საწინააღმდეგო , ანქსიოლიზური მოქმედება . ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ . პრეპარატი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ძირითადი მავნე ფაქტორების ზემოქმედების , ჟანგბად - დამოკიდებული პათოლოგიური მდგომარეობების მიმართ ( შოკი , ჰიპოქსია და იშემია , თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა , ინტოქსიკაცია ალკოჰოლითა და ანტიფსიქოზური პრეპარატებით ( ნეიროლეპტიკებით )). მექსიდოლი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმსა და სისხლის მიმოქცევას , აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციასა და რეოლოგიურ თვისებებს , ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას . ჰემოლიზის დროს ამაგრებს სისხლის უჯრედების ( ერითროციტები და თრომბოციტები ) მემბრანულ სტრუქტურებს . გააჩნია ჰიპოლიპიდემიური მოქმედება , ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ( LDL ) დონეს .

ამცირებს ფერმენტულ ტოქსემიასა და ენდოგენურ ინტოქსიკაციას მწვავე პანკრეატიტის დროს . მექსიდოლის მოქმედების მექანიზმი მისი ანტიოქსიდანტური , ანტიჰიპოქსანტური და მემბრანოპროტექტული მოქმედებით არის განპირობებული . იგი არის ლიპიდების პეროქსიდაზული დაჟანგვის ინჰიბიტორი , ზრდის სუპეროქსიდისმუტაზას აქტივობას , ზრდის ლიპიდები - ცილების თანაფარდობას , ამცირებს მემბრანის სიბლანტეს , ზრდის მის გამტარობას . ახდენს მემბრანასთან შეკავშირებული ფერმენტების ( კალციდამოკიდებული ფოსფოდიესთერაზა , ადენილატციკლაზა , აცეტილქოლინესტერაზა ), რეცეპტორ ­ რული კომპლექსების ( ბენზოდიაზეპინური , GABA, აცეტილქოლინური ) აქტი ­ ვო ­ ბის მოდულირებას , რაც აძლიერებს მათი ლიგანდებთან შეკავშირების უნარს , ხელს უწყობს ბიომემბრანების სტრუქტურულ - ფუნქციური ორგანიზაციის შენარჩუნებას , ნეირომედიატორების ტრანსპორტსა და სინაფსური გადაცემის გაუმჯობესებას . მექსიდოლი ზრდის თავის ტვინში დოფამინის შემცველობას . იწვევს აერობული გლიკოლიზის კომპენსატორული აქტივობის გაძლიერებას და ჰიპოქსიის პირობებში კრებსის ციკლში ჟანგვითი პროცესების დათრგუნვას , ატფ - ისა და კრეატინფოსფატის შემცველობის გაზრდითა და მიტოქონდრიების ენერგომასინთეზირებელი ფუნქციების აქტივაციით , უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას .      

ფარმაკოკინეტიკა : ინტრამუსკულური შეყვანის დროს სისხლის პლაზმაში ვლინდება შეყვანიდან 4 საათის განმავლობაში . მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო Tmax  0,45 - 5 სთ . Cmax 400-500 მგ შეყვანისას არის 3,5-4,0 მკგ / მლ . მექსიდოლი სისხლის მიმოქცევიდან სწრაფად გადადის ორგანოებსა და ქსოვილებში და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან . პრეპარატის გამოყოფის დრო ( MRT) შეადგენს 0,7-1,3 სთ . პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად , გლუკურონოკონიუგირებული ფორმით და უმნიშვნელო რაოდენობით შეუცვლელი სახით .

ჩვენებები :

-          თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობა ;

-          დისცირკულატორული ენცეფალოპათია ;

-          ვეგეტატური დისტონიის სინდრომი ;

-          ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტური მოშლილობა ;

-          შფოთვები ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობების დროს ;

-          ალკოჰოლიზმის დროს აბსტინენტური სინდრომის კუპირება , ნევროზის მსგავსი და ვეგეტატურ - სისხლძარღვოვანი მოშლილობის დომინირებით ;

-          ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაცია ;

-          მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან - ანთებითი პროცესების ( მწვავე ნეკროლი ­ ზური პანკრეატიტი , პერიტონიტი ) კომპლექსური თერაპიის შემადგე ­ ნლობაში .

უკუჩვენებები :

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციების მწვავე დარღვევები , პრეპარატის მიერ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა . ბავშვებში , ორსულებსა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატ მექსიდოლის გამოყენების უსაფრთხოების შემსწავლელი მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა .

გამოყენების მეთოდები და დოზები :  

ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად ნაკადით ან წვეთოვნად . ინფუზიური მეთოდით შეყვანისას პრეპარატი უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში .

ნაკადით მექსიდოლი შეყავთ ნელა 5-7 წუთის განმავლობაში , წვეთოვნის სახით სიჩქარით 40-60 წვეთი წუთში . მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ - .

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლილობების დროს მექსიდოლი გამოიყენება პირველი 10-14 დღის განმავლობაში ინტრავენურად წვეთოვანი გზით 200-500 მგ 2-4- ჯერ დღეში , შემდეგ ინტრამუსკულარულად 200-250 მგ 2-3- ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში .

დისცირკულატორული ენცეფალოპათიის დროს დეკომპენსაციის ფაზაში მექსიდოლი ინიშნება ვენაში ნაკადით ან წვეთოვნად დოზით 200-500 მგ 1-2 ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში . შემდეგ კუნთში 100-250 მგ / დღეში მომდევნო 2 კვირის განმავლობაში .

დისცირკულატორული ენცეფალოპათიის პროფილაქტიკის დროს პრეპარატი შეიყვანება კუნთში დოზით 200-250 მგ ორჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში .

მუსუბუქი კოგნიტიური დარღვევების დროს ხანდაზმულ პაციენტებში და შფოთვის დროს პრეპარატი გამოიყენება კუნთში დღიური დოზით 100-300 მგ / დღეში 14-30 დღის განმავლობაში .

აბსტინენტური ალკოჰოლური სინდრომის დროს მექსიდოლი შეიყვანება დოზით 200-500 მგ , ვენაში წვეთოვნად ან კუნთში 2-3- ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში .

მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან - ანთებითი პროცესების დროს ( მწვავე ნეკროლიზური პანკრეატიტი , პერიტონიტი ) პრეპარატი ინიშნება პირველივე დღეებში , როგორც ოპერაციის წინ ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში . დოზა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე , პროცესის გავრცელებაზე , კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით . პრეპარატის მოხსნა წარმოებს თანდათანობით მხოლოდ მდგრადი დადებითი კლინიკო - ლაბორატორიული ეფექტის შემდეგ .

მწვავე შეშუპებითი ინტერსტიციული პანკრეატიტის დროს   მექსიდოლი ინიშნება დოზით 200-500 მგ სამჯერ დღეში , ინტრავენურად წვეთოვნად ( ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ) და კუნთში . მსუბუქი სიმძიმის ნეკროზული პანკრეატიტი 100-200 მგ სამჯერ დღეში ვენაში წვეთოვანი გზით ( ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ) და კუნთში . საშუალო სიმძიმის – 200 მგ 3- ჯერ დღეში , ვენაში წვეთოვანი გზით ( ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარში ). მძიმე მიმდინარეობა პულს - თერაპია 800 მგ პირველ დღეებში , ორჯერადი მიღებით , შემდეგ 200-500 მგ დღეში ორჯერ დღიური დოზის თანდათანობითი შემცირებით . ძალიან მძიმე მიმდინარეობა საწყისი დოზირებით 800 მგ / დღეში პანკრეატოგენული შოკის გამოვლინების მოხსნამდე , მდგომარეობის სტაბილიზაციისას – 300-500 მგ დღეში ორჯერ ვენაში წვეთოვანი გზით ( ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარში ) დღიური დოზირების თანდათანობითი შემცირებით .

გვერდითი მოვლენები : შესაძლებელია გულისრევის და პირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე , ძილიანობის და ალერგიული რეაქციების განვითარება .

ურთიერთქმედება : აძლიერებს ბენზოდიაზეპინური ანქსიოლიზური , კრუნჩხვის საწინააღმდეგო ( კარბამაზეპინის ) და ანტიპარკინსონული საშუალებების ( ლევოდოპა ) მოქმედებას . ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ ეფექტს .     

განსაკუთრებული მითითებანი :

შეზღუდვების ხარისხი დგინდება პრეპარატის ინდივიდუალური ამტანობით .

 

ჭარბი დოზირება : ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია ძილიანობის განვითარება .

გამოშვების ფორმა :

ვენაში და კუნთში შესაყვანი ხსნარი 50 მგ / მლ უფერო ან შუქისგან დამცავი შუშის 2 მლ ან 5 მლ - იან ამპულებში გადატეხვის წერტილით . 5 ამპულა კონტურულ შეფუთვაში , 1 ან 2 კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში , 20, 50, ან 100 კონტურული შეფუთვა შესაბამისად 10, 25 ან 50 ინსტრუქციასთან ერთად ყუთში ( სტაციონარისათვის ).

შენახვის პირობები :

სია . ინახება მშრალ , სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას , არა უმეტეს 25 ° C ტემპერატურის პირობებში .

 

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი . ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები :

რეცეპტით .

მწარმოებელი

შპს : ნპკ ფარმასოფტი

115280, მოსკოვი , ავტოზავოდსკაის . 22.

ტელ / ფაქსი : (495)626-47-48;

მწარმოებელი შპს სამედიცინო ცენტრი   ელლარა

601135, ვლადიმირსკის ოლქი , პეტუშინსკის რაიონი , . პოკროვი , შტოლვერკის 20, მე -2 შენობა .

ტელ ./ ფაქსი 8-(495) 139-70-12; 8-(49243)6-43-08

პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია :

შპს : ნპკ ფარმასოფტი

115280, მოსკოვი , ავტოზავოდსკაის . 22.

ტელ / ფაქსი : (495)626-47-48;

 

 

 


 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge