ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

ლიოტონი 1000® გელი

 

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ინფორმაცია პაციენტებისათვის

 

ლიოტონი 1000 ® გელი

Lioton 1000 ®

გარეგანი გამოყენებისათვის

 

შემადგენლობა

100 გელი შეიცავს : 100 000 სე ჰეპარინს .

სხვა კომპონენტები : კარბომერი 940, მეთილ - - ჰიდროქსიბენზოატი , პროპილ - - ჰიდროქსიბენზოატი , ნეროლის ზეთი ( ნარინჯის ყვავილის ზეთი ), ლავანდის ზეთი , ეთილის სპირტი , ტრიეთანოლამინი , წყალი .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლიოტონი 1000 ® გელი წარმოადგენს ჰეპარინის ფუძეზე დამზადებულ გარეგანი გამოყენების პრეპარატს გელის ფორმით ; ამიტომ იგი გამოიყენება პათოლოგიური , ანთებითი ან ტრავმული მდგომარეობის ერთკომპონენტიანი ან კომბინირებული სისტემური თერაპიისათვის , კანის გზით შესული პრეპარატი ავლენს სასურველ ანტიექსუდაციურ , შეშუპების საწინააღმდეგო , შედედების საწინააღმდეგო მოქმედებას და ხელს უწყობს ინფილტრატების გაწოვას .

ამის გამო , ლიოტონი 1000 ® გელი ფართოდ გამოიყენება უპირატესად ვარიკოზური დაავადებების სამკურნალოდ ( თერაპია და სისხლძარღვთა ქირურგია ), აგრეთვე ტრავმებისა და დაჟეჟილობების სამკურნალოდ ( ტრავმატოლოგია / ორთოპედია ).

პრეპარატი ხასიათდება კარგი ადგილობრივი და ზოგადი ამტანობით .

 

ჩვენება

ვენების ზედაპირული დაავადებების მკურნალობა , როგორიცაა , ვარიკოზული სინდრომი და მასთან დაკავშირებული გართულებები , ფლებოთრომბოზი , თრომბოფლებიტი , ზედაპირული პერიფლებიტი , ვარიკოზული წყლული . ოპერაციის შემდგომი ვარიკოფლებიტი ; ქვედა კიდურების კანქვეშა ვენის ამოკვეთის შემდგომი გართულებები .

ტრავმები და დაჟეჟილობა ; ინფილტრატები და ადგილობრივი შეშუპება , კანქვეშა ჰემატომები . კუნთოვან - მყესოვანი და ხრტილოვან - იოგოვანი სტრუქტურის ტრავმული დაზიანებები .

 

დოზირება და გამოყენების წესი

კანის დაზიანებული უბნებზე ხდება 3-10 სმ სიგრძის გელის წასმა 1- დან 3- ჯერამდე დღეში კანში ფრთხილი შეზელვით .

პრეპარატის ბავშვებში გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო და პრეპარატის გამოყენება აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში მიზანშეწონილი არ არის .

 

უკუჩვნება

ლიოტონ 1000 ® გელის გამოყენება არ შეიძლება ჰეპარინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს .

 

გაფრთხილება

ჰემორაგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი ლიოტონი 1000 ® გელი გამოიყენება სიფრთხილის დაცვით .

 

ლიოტონი 1000 ® გელი არ გამოიყენება სისხლდენის შემთხვევაში , ღია ჭრილობებზე ან ლორწოვან გარსებზე , აგრეთვე ინფიცირებულ უბნებზე ჩირქოვანი პროცესების შემთხვევაში .

დამხმარე ნივთიერების სახით ლიოტონი 1000 ® გელი შეიცავს მეთილ - - ჰიდროქსიბენზოატს და პროპილ - - ჰიდროქსიბენზოატს , ამიტომ პარაბენზე ალერგიის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება არ შეიძლება .

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების სპეციფიური მონაცემები არ არსებობს .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

ორალურ ანტიკოაგულანტებთან ჰეპარინის ერთდროულად გამოყენება ხელს უწყობს პაციენტებში პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას .

 

არასასურველი მოქმედება

ჰეპარინის კანზე წასმის შემდეგ ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია , მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები , როგორიცაა კანის გაწითლება და ქავილი , რომელიც ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ .

 

სამკურნალო ფორმა და შეფუთვა

30 გელის ტუბი

50 გელის ტუბი

100 გელის ტუბი

 

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25 ˚ C პირობებში ,

 

ვარგისიანობის ვადა

5 წელი , შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება .

 

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ურეცეპტოდ

 

რეგისტრაციის მფლობელი :

. მენარინი ინდუსტრიე ფარმაჩეუტიკე რიუნიტე სრლ

50131 ფლორენცია , იტალია .

 

ფირმა მწარმოებელი :
. მენარინი მენუფექჩერინგ ლოჯისტიქს ენდ სერვისიზ . . .

50131 ფლორენცია , იტალია .

 

დისტრიბუტორი : ბერლინ - ხემი აგ ( მენარინი გრუპი )

12489 ბერლინი, გერმანია




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge