ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

კლინდაცინ T

 

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

კლინდაცინ T

Klindacin T

კლინდამიცინის ფოსფატი

გელი

10 მგ / (1%)

 

პრეპარატის შემადგენლობა

1 გელი შეიცავს :

მოქმედი ნივთიერება :

კლინდამიცინი ( ფოსფატის სახით ) 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები :

პროპილენგლიკოლი , იზოპროპანოლი , გასუფთავებული წყალი , ჰიდროქსიპროპილცელულოზა .

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

კლინდამიცინი ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია . ახდენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას , თუმცა მაღალ კონცენტრაციებში ავლენს ბაქტერიციდულ ეფექტს . პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება .

in vitro პირობებში კლინდამიცინი ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ :

გრამდადებითი ბაქტერიები

Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis.

Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus durans, Streptococcus bovis.

Clostridium tetani, Clostridium perfringens, Clostridium diphteriae ( არსებობს მდგრადი შტამები ).

გრამდადებითი ანაერობული ბაქტერიები

Peptococcus sp., Peptostreptococcus sp., Eubacterium sp., Propionibacterium sp., Bifidobacterium sp., Lactobacillus sp.

გრამუარყოფითი ბაქტერიები

ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების უმეტესობა მგრძნობიარეა კლინდამიცინის მიმართ , ამავდროულად აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები , როგორც წესი , მდგრადნი არიან .

უმარტივესები

Plasmodium vivax, Toxoplasma gondii, Pneumocystis carini

პაციენტთა უმრავლესობაში , პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას კლინდამიცინი შრატსა და შარდში არ განისაზღვრება .

 

 

გამოყენების ჩვენებები

Propionibacterium acnes გამოწვეული ჩვეულებრივი ფერიჭამიები , ასევე კანის სხვა ინფექციები , გამოწვეული კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით .

 

პრეპარატის კლინდაცინ T გამოყენებამდე

აუცილებელია თვალების , ლორწოვანი გარსების , ასევე დაზიანებული კანის დაცვა პრეპარატთან კონტაქტისაგან . შემთხვევით დაზიანებულ კანზე ან თვალების კონიუნქტივზე გელის მოხვდრისას უნდა მოხდეს ამ ადგილის ამორეცხვა დიდი რაოდენობით ოთახის ტემპერატურის წყლით .

 

უკუჩვენებები

კლინდაცინ T უკუნაჩვენებია ავადმყოფებში ჰიპერმგრძნობელობით კლინდამიცინის , ლინკომიცინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებისათვის კრონის დაავადებით , წყლულოვანი კოლიტით ან ანტიბიოტიკებით თერაპიის შემდგომი კოლიტით ანამნეზში .

 

სიფრთხილე

-             პრეპარატის მიმართ ალერგიის სიმპტომების ( ქავილი , გამონაყარი ) განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მისი მოხსნა .

-             გელის კლინდაცინ T გამოყენების შემდეგ კანის ადგილობრივი გაღიზიანების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია მისი გამოყენების შეწყვეტა .

-             კლინდამიცინი , ძალიან იშვიათ შემთხვევებში , კანის ზედაპირიდან სისხლში შეიწოვება , სისტემური მოქმედების გამოწვევით , რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს დისბაქტერიოზის განვითარება ( ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით ). თუ პრეპარატის გამოყენების დროს განვითარდა დიარეა , პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და აუცილებელია ექიმთან მიმართვა .

 

ორსულობა

კლინდაცინ T - ორსულებში დანიშვნა შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში .

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

ლაქტაცია

კანის ზედაპირიდან პრეპარატის აბსორბციის შესაძლებლობის გამო , კლინდამიცინის დანიშვნა მეძუძური დედებისათვის არ შეიძლება .

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება გამოვლენილი არ არის .

 

კლინდაცინ T - ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს ბოლო ხანებში გამოყენებული პრეპარატების შესახებ , მათ შესახებაც კი , რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა .

კუნთების ტონუსის შემამცირებელ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას კლინდამიცინს შეუძლია მათი მოქმედების პოტენცირება . მათი ერთად გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე .

 

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის გამოყენება აუცილებელია ექიმის დანიშნულების მიხედვით .

ეჭვების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

პრეპარატის კლინდაცინ T 1% გელი თხელ ფენად დაიტანება დაზიანებულ მონაკვეთებზე დღეში ორჯერ . მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 4-8 კვირას შეადგენს .

12 წლამდე ასაკის ბავშვები

ბავშვებში კლინდაცინ T გელის გამოყენების უსაფრთხოება განსაზღვრული არ არის .

დოზირება თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში

პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით პრეპარატის დოზირების შეცვლა საჭირო არ არის .

იმ შემთხვევაში თუ პაციენტს პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი , ან სუსტი ეჩვენება , მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს .

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა .

ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ოთახის ტემპერატურის წყლით გელის ჩამობანა და შემდეგ პრეპარატის რეკომენდებული რაოდენობის წასმა .

 

პრეპარატის კლინდაცინ T - დოზის გამოტოვება

თუ პრეპარატის გამოყენება არ მოხდა დანიშნულ დროს , ხოლო შემდეგ მიღებამდე საკმაოდ დიდი დროა , პრეპარატის გამოყენება აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად ან უნდა მოხდეს პრეპარატის რეგულარულად გამოყენება რეკომენდაციების შესაბამისად .

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად დოზის გაორმაგება არ შეიძლება .

 

გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად კლინდაცინ T - შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა

-             კანის გაღიზიანება , ქავილი , წვა , ერითემა პრეპარატის წასმის ადგილას . კონტაქტური ალერგიული დერმატიტი იშვიათად გამოვლინდა .

-             იშვიათად მუცლის ტკივილი , მეტეორიზმი , დისპეფსიური სიმპტომები .

-             დიარეის , ფსევდომემბრანული კოლიტის , მუცლის ტკივილის , საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვვების გამოვლინების შესაძლებლობა ადგილობრივი გამოყენებისას სპორადიულად აღინიშნება .

-             სანერწყვე ჯირკვლების ანთება , გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ , ადგილობრივი გამოყენებისას სპორადიულად აღინიშნება .

სხვა გვერდითი მოქმედებების განვითარებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა .

 

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ინახება მკვრივად დახურულ ტუბებში , სინათლისაგან დაცულ , მშრალ ადგილას , არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე .

 

შეფუთვა

ალუმინის ტუბი მემბრანითა და თავსახურით , რომელიც შეიცავს 30 ან 15 გელს , გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში .

 

ვარგისიანობის ვადა

2 წელი . შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება .

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტით

 

მწარმოებელი

ტარხომინის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა სააქციო საზოგადოება

. ფლემინგის . 2 03-176 ვარშავა , პოლონეთი




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge