banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

კალციმაგი გრანულები

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

კალციმაგი

გრანულები

( CalciMag )

 

 

შემადგენლობა :

თითოეული 5 გრანულები შეიცავს :

ერგოკალციფეროლი ( ვიტ . D2 )                    3000 სე

კალციუმის გლუკონატი                                375 მგ

კალციუმისა და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი      125 მგ

შემავსებლები : შაქარი , ვანილინი .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

კალციმაგი კომბინირებული პრეპარატია , რომელიც გამოიყენება რაქიტისა და ოსტეომალაციის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის . ვიტამინი D2 ხელს უწყობს Ca და P აბსორბციას კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან და ძვლოვანი სისტემის ნორმალურ კალციფიკაციას . კალციუმისა და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი ( ფიტინი ) აძლიერებს ძვლის ქსოვილის ზრდასა და განვითარებას . კალციუმის გლუკონატი პრეპარატის შემადგენლობაში შეყვანილია ორგანიზმში Ca იონების დამატებით შეყვანისათვის .

 

ჩვენებები :

D ვიტამინის ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა . რაქიტი და ოსტეომალაცია D ვიტამინის ნაკლებობის შედეგად , რაც თავისთავად არის კვების ან ინტესტინური მალაბსორბციის დარღვევის შედეგი . მდგომარეობები , როდესაც იზრდება D ვიტამინის მოთხოვნილება , არასაკმარისი ყოფნა მზეზე ( ცუდი მოვლისას ), ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები და რომლებიც ცოტა დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე , ბავშვები , რომლებიც იმყოფებიან ხელოვნურ კვება D ვიტამინის დეფიციტით რაციონში , ძალიან მუქი კანის ფერის მქონე ადამიანები ( ულტრაიისფერი არ აღწევს კანის სისქეში ), მალაბსორბციის სინდრომები , ქრონიკული დიარეა , გასტროექტომია , ცხიმების შეწოვის დარღვევა ( სტეატორეა ), ვეგეტარიანული დიეტა , მკაცრი დიეტა გახდომის მიზნით , ზოგადი პარენტერული დაავადებები , დაკავშირებული კვების დარღვევასთან , წონის დაკარგვა , კვების დარღვევა , დაკავშირებული სოციალურ - ეკონომიკურ და კულტურულ ტრადიციებთან , ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი , ბარბიტურატების , ფენიტოინის , ქოლესტირამინის , ქოლესტიპოლის , თხევადი პარაფინის მიღება .

 

უკუჩვენებები :

ჰიპერკალციემია , ჰიპერვიტამინოზი D , ჰიპერფოსფატემია , ჰიპერპარათირეოიდიზმი .

 

გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები :

რაქიტისა და ოსტეომალაციის დროს , რომლებიც არ არის დაკავშირებული კვების დარღვევასთან ( ოჯახური ფოსფატემია , თირკმლის ოსტეოდისტროფია , მეტაბოლური აციდოზი , ფანკონის სინდრომი ) მკურნალობა აუცილებელია ერგოკალციფეროლის , კალციფედიოლის ან კალციტრიოლის მაღალი დოზებით . ორსულობის დროს D ვიტამინის მაღალი დოზების გამოყენება არ შეიძლება .

ლაქტაციის დროს D ვიტამინის მეტაბოლიტები ძალიან მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში . ზოგიერთ ბავშვს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა D ვიტამინის მიმართ . ჰიპერფოსფატემიამ შეიძლება გაზარდოს მეტასტაზური კალციფიკაციის რისკი . თუ ავადმყოფებში ჰიპერფოსფატემიით ინიშნება D ვიტამინი , მაშინ მათ პერორალურად უნდა მიიღონ AL (OH)3 პრეპარატები სისხლის პლაზმაში ფოსფორის დონის ნორმალიზებისათვის .

 

გვერდითი მოქმედებები :

ერგოკალციფეროლის გვერდითი მოქმედებები დაკავშირებულია ჰიპერკალციემიასთან , რომელიც შეიძლება იყოს D ვიტამინით ინტოქსიკაციის დასაწყისი . ჰიპერკალციემიის ადრეული გამოვლინებები დიარეა , თავის ტკივილი , ანორექსია , რკინის გემო პირში , ღებინება , გულისრევა , პირის სიმშრალე , სწრაფად დაღლა , სისუსტე .

ჰიპერკალციემიის გვიანი გამოვლინებები ძვლების ტკივილი , ამღვრეული შარდი , კუნჩხვები , ჰიპერტონია , ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ , არითმია , ქავილი , მენტალური ცვლილებები , კუნთების ტკივილი , მწვავე პანკრეატიტი , ღებინება , გულისრევა , გახდომა , ხშირი შარდვა . D ვიტამინით ინტოქსიკაცია აღინიშნება 60000 ზე მეტის მიღებისას დღეში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში .

მოულოდნელი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ ექიმს .

 

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან :

1)        ბარბიტურატებს , ფენიტოინს და სხვა პრეპარატებს , რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომულ ფერმენტებს , შეუძლიათ ერგოკალციფეროლის დაშლის დაჩქარება .

2)       თიაზიდური ჯგუფის დიურეზულების კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატებთან ერთად გამოყენება ზრდის ჰიპერკალციემიის რისკს .

3)       ქოლესტირამინი , ქოლესტიპოლი და თხევადი პარაფინი ამცირებენ D ვიტამინის აბსორბციას .

4)       დიგიტალისის გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას შეუძლია არითმიის გამოწვევა .

 

დიაგნოსტიკური ტესტების ჩვენებები :

D ვიტამინის მაღალი დოზებით გამოყენებისას :

- შეიძლება გაიზარდოს შრატისმიერი კალციუმის , მაგნიუმის , ფოსფორისა და ქოლესტერინის რაოდენობა ;

- შეიძლება გაძლიერდეს შარდთან ერთად კალციუმისა და ფოსფორის გამოყოფა ;

- ჰიპერკალციემიამდე შეიძლება შემცირდეს ტუტე ფოსფოტაზას აქტივობა .

 

გამოყენების წესი და დოზები :

D ვიტამინის ალიმენტური უკმარისობის , რაქიტისა და ოსტეომალაციის სამკურნალოდ სადღეღამისო დოზები :

- მოზრდილებში 1000-2000 ერთეული (1/4-1/2 დოზირებული ჭიქა )

- ბავშვებში 1000-4000 ერთეული (1/4-1 დოზირებული ჭიქა )

 

მკურნალობა რამოდენიმე თვე ტარდება . კლინიკური , რადიოლოგიური და ბიოქიმიური დადგენილი გაუმჯობესებისას , თუ შენარჩუნდება D ვიტამინის უკმარისობის გამომწვევი მიზეზები , მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დღეში 400 ერთეულის მიღებით .

 

კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებით გამოწვეული ოსტეომალაციის დროს :

- მოზრდილებში ინიშნება 1000-4000 ერთ (1/4-1 დოზირებული ჭიქა )

- ბავშვებში ინიშნება 1000 ერთ (1/4 დოზირებული ჭიქა )

 

რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკისათვის მიიღება დღეში 400 ერთ ( ერთი ჩაის კოვზი ). ვინაიდან მგრძნობელობა D ვიტამინის მიმართ შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს , დოზის შერჩევა კლინიკური პასუხის მიხედვით ხდება . სისხლის შრატში Ca x P დონე არ უნდა აღემატეობოდეს 58 მგ / .

 

ჭარბი დოზა და მკურნალობა :

ჰიპერკალციემიის დროს უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება , უნდა მოხდეს გადასვლა კალციუმის დაბალი შემცველობის რეჟიმზე , საჭიროა დიდი რაოდენობით წყლის მიღება . გამოიყენება შარდის დამამჟავებელი და კორტიკოსტეროიდული მკურნალობა . არ შეიძლება დღის სინათლეზე ყოფნა . ჰიპერკალციემიური კრიზების დროს გამოიყენება ფუროსემიდი , ბევრი წყალი , კალციტონინი და სტეროიდები . საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჰემოდიალიზის გამოყენება .

 

გამოშვების ფორმა :

კალციმაგი გრანულები 75 პლასტიკურ ჭურჭელში .

 

შენახვის პირობები :

ინახება შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი

 

აფთიაქიდან გაცემის წესი :

რეცეპტით

 

ლიცენზიის მფლობელი და წარმოების ადგილი :

ბიოფარმა ილაჩ სან . ვე ტიჯ . . . სამანდირა / სტამბული .

 

მწარმოებელი :

Biofarma Pharmaceutical Industry Co. Inc.

Akpinar Mahallesi, Fatih Caddesi, 2,34885 Samandira-Istanbul/Turkey

 

 

 

 

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge