ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

ეპოვექსი

waysmark

medical

 

გამოყენების ინსტრუქცია

 

სამკურნალო საშუალების დასახელება

ეპოვექსი ( Epovex ®)

 

გენერიკული ( საერთაშორისო არაპატენტირებული ) დასახელება

კომბინირებული პრეპარატი

 

სამკურნალო ფორმა

რბილი ჟელატინის კაფსულები

 

შემადგენლობა

1 რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს :

ენოთერას ზეთი 10% _ 1000 მგ ;

ვიტამინი E _ 14 სე .

 

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მატონიზირებელი საშუალება . ATC კოდი : A13A

 

ჩვენებები

  • ეგზემა , დერმატიტი , აკნე და კანის სიმშრალე ;
  • პრემენსტრუალური სინდრომი ;
  • მასტალგია ( მკერდის ტკივილი და მტკივნეულობა );
  • დიაბეტური ნეიროპათია ;
  • გაფანტული სკლეროზი ;
  • რევმატოიდული ართრიტი ;
  • ჰიპერტენზია და ქოლესტერინის დონის მომატება .

 

უკუჩვენებები

ეპოვექსის მიღება არ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისათვის .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ენოთერას ზეთი გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავას _ გამა - ლინოლენის მჟავას მდიდარი წყაროა . ენოთერას ზეთის მარცვლები შეიცავს 25%- მდე ესენციურ ცხიმოვან მჟავებს ,   ლინოლენისა და გამა - ლინოლენის მჟავების ჩათვლით . გამა - ლინოლენის მჟავა წარმოადგენს პროსტაგლანდინ E 1- ის წინამორბედს .

პროსტაგლანდინები მოქმედებს სხვადასხვა უჯრედებზე _ სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებზე , რაც იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას ან გაფართოებას ; თრომბოციტებზე , რაც იწვევს მათ აგრეგაციას ან დეზაგრეგაციას ; სპინალურ ნეირონებზე , რაც იწვევს ტკივილს .

პროსტაგლანდინები მოქმედებს ადამიანის სხეულის ყველა სისტემის ფუნქციაზე .

ორგანიზმში ისინი არეგულირებენ ანთებით პროცესებს , სისხლის წნევას , სითხის ბალანსს , სისხლის შედედებას , სხვა ჰორმონების აქტივობას .

გამა - ლინოლენის მჟავას ნაკლებობა გამოიწვევს პროსტაგლანდინების პროდუქციის შემცირებას , რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის მდგომარეობაზე .

ენოთერას ზეთის შემადგენლობაში შემავალი გამა - ლინოლენის მჟავა იწვევს მენსტრუალური   და პრემენსტრუალური ტკივილის , მათ შორის , მკერდის ტკივილის , ენდომეტრიოზით გამოწვეულ ტკივილის შემცირებას , ნაწლაური კოლიკის შეტევის კუპირებას .

პრემენტსრუალური სინდრომის მქონე ქალებში აღინიშნება PGE1- ის ნაკლებობა ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სხვა ქსოვილებში , მაგ ., სარძევე ჯირკვლის მკერდის ქსოვილი .

გამა - ლინოლენის მჟავა ენოთერას ზეთის შემადგენლობაში ამცირებს მენოპაუზასთან დაკავშირებულ ალებს სიმხურვალის შეგრძნებას .

ენოთერას ზეთი ეფექტურია რევმატოიდული ართრიტისა და სხვა ანთებითი დაავდებების , მაგ ., წყლულოვანი კოლიტის დროს .

ესენციური ცხიმოვანი მჟავები , მათ შორის ,   გამა - ლინოლენის მჟავა ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან , ამცირებს მის ექსკრეციას შარდით , ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს . ძვლის ქსოვილში მის დაგროვებას , რაც ამაგრებს ძვლებს .

ენოთერას ზეთი ასევე ამცირებს კანის ქავილს .

მას აქვს კარგი დამატენიანებელი თვისებები და იგი ეფექტურია ეგზემისა და ფსორიაზის დროს .

ეპოვექსი ეგზემის საწინააღმდეგო , კანის დამატენიანებელი და გარემოს ჟანგვითი პროცესებისაგან დამცავი ერთ - ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა . იცავს კანს გარემოს ჟანგვითი დაზიანებისაგან .

ვიტამინი E - ახასიათებს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური მოქმედება . იგი ანეიტრალებს ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს , იცავს უჯრედებს ათეროსკლეროზისაგანს . ვიტამინი E ასევე იწვევს პრემენსტრუალური სინდრომისა და ეგზემის სიმპტომების შემსუბუქებას .

 

განსაკუთრებული მითითება

პრეპარატი არ გამოიყენება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში , ასევე ფენოთიაზინის შემცველი საშუალებებით მკურნალობისას .

 

მიღების წესი და დოზები

მოზრდილებში ინიშნება 1_2 კაფსულა 3- ჯერ დღეში , ერთ ჭიქა წყალთან ერთად .

 

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება . იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა , დიარეა , კუჭისა და თავის ტკივილი .

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია კუჭის ტკივილი და დიარეა .

 

ორსულობა და ლაქტაცია

ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებისას შესახებ ორსულობისა დროს და ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მოსალოდნელია ურთიერთმოქმედება ენოთერას ზეთსა და ვარფარინის , ასპირინის , ასევე ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებებს შორის .

პრეპარატი მკაცრი ზედამხედველობით ინიშნება ანტიკოაგულაციური თერაპიის დროს   და   K ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში , ვინაიდან E ვიტამინმა შეიძლება გაზარდოს სისხლჩაქცევების რისკი .

 

შეფუთვა

30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში .

 

ვარგისობის ვადა

3 წელი .

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია .

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ , პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას , არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ )

 

წარმოებულია Viva Pharmaceuticals Inc.- ის მიერ შპს WAYSMARK- სათვის

Viva Pharmaceuticals Inc.

კანადა , BC V6V 1K8, რიჩმონდი

ვიკინგ ფლეის 13880

ტელეფონი : 604-718-0816

ფაქსი : 604-718-0817

შპს WAYSMARK

საქართველო , თბილისი ,

0105, ბარათაშვილის ქუჩა 8

ტელეფონი : +995 32 99 64 00

ფაქსი :      +995 32 99 54 54 




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge