banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

დიკლოფენაკი

 

 

 

 

 

  გამოყენების ინსტრუქცია

დიკლოფენაკი

(DICLOFENAC )

 

P

 

ზოგადი დახასიათება :

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : დიკლოფენაკი ;

ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები :

გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი .

შემადგენლობა :             

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს :

ნატრიუმის დიკლოფენაკს – 25 მგ ;

დამხმარე ნივთიერებები : მანიტოლი , ნატრიუმის მეტაბისულფიდი ,

პროპილენგლიკოლი , ბენზილის სპირტი , ნატრიუმის ჰიდროქსიდი , საინექციო წყალი .                                 

 

გამოშვების ფორმა :

საინექციო ხსნარი 25 მგ / მლ .

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება . ათქ - კოდი :   M01AB05.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

დიკლოფენაკ ნატრიუმი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი , ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით .

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია არაქიდონის მჟავას ციკლის მთავარი ფერმენტის ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით , რომლებიც ძირითად როლს თამაშობენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებაში . პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას , ჰიპოთალამუსში აქვეითებს თერმორეგულაციის ცენტრის მგრძნობელობას პიროგენების მოქმედების მიმართ , რომლებიც წარმოიქმნებიან ორგანიზმის მიერ ინფექციური აგენტებისა და ტოქსინების საპასუხოდ . ამის შედეგად მატულობს კანის სისხლმომარაგება , ოფლის გამოყოფა და სითბოს გაცემა .

დიკლოფენაკი ამცირებს ძლიერ და ზომიერად გამოხატულ ტკივილს . ტრავმისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში იგი სწრაფად ამცირებს ტკივილს ( როგორც სპონტანურს , ასევე მოძრაობით გამოწვეულს ), ანთების და ჭრილობების შედეგად განვითარებულ შეშუპებას , ეფექტურად ხსნის შაკიკის შეტევითა და პირველადი დისმენორეით გამოწვეულ ტკივილს .

 

ფარმაკოკინეტიკა :

შეწოვა : დიკლოფენაკ ნატრიუმის პარენტერული შეყვანისას Cmax სისხლის პლაზმაში აღწევს 10-20 წთ - ში .

განაწილება : დიკლოფენაკ ნატრიუმის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 99.7%- ( ძირითადად ალბუმინებთან ). იგი აღწევს სინოვიალურ სითხეში , სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-4 სთ - ით უფრო გვიან , ვიდრე სისხლის პლაზმაში .  

მეტაბოლიზმი : პრეპარატის აქტიური ნივთიერების 50% ღვიძლში განიცდის პირველად მეტაბოლიზმს .

ელიმინაცია : მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების საშუალებით , 1%- ზე ნაკლები უცვლელი სახით ექსკრეტირდება შარდთან ერთად , ხოლო დანარჩენი ღვიძლის მიერ მეტაბოლიტების სახით .

პრეპარატი არ ხასიათდება კუმულაციის თვისებით .

აქტიური ნივთიერების   სისტემური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 263 მლ / წთ - ში . პლაზმიდან პრეპარატის Т 1/2    შეადგენს 1-2 სთ - , სინოვიალური

სითხიდან _ 3-6 სთ - .

 

ჩვენება :

  მწვავე ან ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი , ოსტეოართრიტი ,

    მაანკილოზებელი სპონდილიტი , პოდაგრა ;

  ტკივილით , ანთებითი პროცესით და შეშუპებით   მიმდინარე პოსტტრავმული და

   პოსტოპერაციული პერიოდი ;

  საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული და ქრონიკული ანთებითი

   დაავადებები   ( ოსტეოქონდროზი , ოსტეოართროზი , პერიართროპათიები );

  რბილი ქსოვილების და საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის

   ( დაჭიმულობა , დაჟეჟილობა ) ტრავმის შემდგომი ანთებები ;  

  ტკივილი ხერხემლის არეში , ნევრალგია , მიალგია , ართრალგიები ;      

  ტკივილით მიმდინარე გინეკოლოგიური დაავადებები ;

  შაკიკით გამოწვეული ტკივილი ;

  ნაღვლის ბუშტის და / ან თირკმლის კოლიკა ;  

  LOR   -   ორგანოების ინფექციურ - ანთებითი დაავადებები .

 

მიღების წესი და დოზირება :

დიკლოფენაკი ინიშნება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად .

მკურნალობის კურსი შეადგენს 2-5 დღეს .

მწვავე ტკივილის დროს ინტრამუსკულარული ინექციის დღიური დოზა შეადგენს

75 მგ - . საჭიროებისას ( ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის კოლიკა ) დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ - მდე (1 ამპულა 2- ჯერ დღეში ).

ინტრავენურად პრეპარატი შეყავთ წვეთოვნად , ინფუზიის სახით .

1 ამპულა (75 მგ ) იხსნება 100-500 მლ NaCl ის 0.9%- იან ან დექსტროზის

5%- იან ხსნარში .

ინფუზიისათვის მომზადებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე .

პოსტოპერაციული ტკივილის სინდრომის მკურნალობის დროს ინტრავენურად შეყავთ 75 მგ 30-120 წთ - ის განმავლობაში . საჭიროებისას პრეპარატი შეყავთ განმეორებით , რამოდენიმე სთ - ის შემდეგ .

დიკლოფენაკის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 150 მგ - .

პოსტოპერაციული ძლიერი ტკივილის კუპირებისათვის პრეპარატი შეყავთ დარტყმითი დოზით _ 25-50 მგ 15-60 წთ - ის განმავლობაში . შემდეგ ინფუზია გრძელდება სიჩქარით 5 მგ / სთ , მაქსიმალური დღიური დოზის (150 მგ ) მიღწევამდე .

 

გვერდითი მოვლენები :

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : გულისრევა , ღებინება , ანორექსია ,   ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში , დისპეფსია , მეტეორიზმი , ყაბზობა , დიარეა , იშვიათად _ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება , სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია , სტომატიტი , გლოსიტი .

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ : თავბრუსხვევა , თავის ტკივილი , აგზნებადობა , ძილის დარღვევა , იშვიათად _ პარესთეზიები , მხედველობის დარღვევა , კრუნჩხვები , ტრემორი .

შარდ - გამომყოფი სისტემის მხრივ : იშვიათად _ პროტეინურია , ჰემატურია , ნეფროზული სინდრომი .

ღვიძლის მხრივ : იშვიათად ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე .

სისხლის სურათის მხრივ : იშვიათად _ თრომბოციტოპენია , ლეიკოპენია , აგრანულოციტოზი , ჰემოლიზური ანემია .

ალერგიული რეაქციები : იშიათად _ გამონაყარი კანზე , ქავილი .

ადგილობრივი რეაქციები : კუნთში ინექციის დროს _ ადგილობრივად წვის შეგრძნება .

სხვადასხვა : იშვიათია ასთმა , ალერგიული რეაქციები , ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლით .

 

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ; კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები ; ერითროპოეზის პროცესის დარღვევა ; გულის , ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა ; მძიმე არტერიული ჰიპერტენზია ; პორფირია ( ანამნეზში ); ბრონქული ასთმის შეტევები , ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი , რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილმჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით ; 16 წლამდე ასაკი .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

დიკლოფენაკის დიგოქსინთან და ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება .  

დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიკურობის რისკი . დიკლოფენაკისა და კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებას .

მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელის ტოქსიკურობა , მისი ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირების გამო .

სალიცილატებთან ერთად გამოყენებისას მათი ეფექტურობა მცირდება .

დიკლოფენაკის ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია   ციკლოსპორინის   ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდა .

 

ჭარბი დოზირება :

სიმპტომები : არტერიული წნევის დაქვეითება , თავის ტკივილი , თირკმლის უკმარისობა , კრუნჩხვები , სუნთქვის დათრგუნვა , კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება .

მკურნალობა : საჭიროა შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება .

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს .

 

ორსულობა და ლაქტაცია :

დიკლოფენაკის გამოყენება ორსულობისა ( განსაკუთრებით ორსულობის III ტრიმესტრი ) და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული .

 

სიფრთხილე :

დიკლოფენაკი   სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადებების , ანამნეზში _ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებების , დისპეფსიური მოვლენების , ბრონქული ასთმის , არტერიული ჰიპერტონიის , გულის უკმარისობის დროს , აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში .

პრეპარატის მიღების პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება , ვინაიდან მატულობს გასტროინტესტინალური გართულებების , მათ შორის   წყლულის ჩამოყალიბების რისკი .

დაუშვებელია ორი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების ერთდროული მიღება .

სიფრთხილეა საჭირო ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში , ვინაიდან დიდია სისხლდენის განვითარების რისკი .

 

შეფუთვა :

3 მლ საინექციო ხსნარი უფერო მინის ამპულაში , 5 ამპულა მუყაოს კოლოფში .

 

შენახვის პირობები :

ინახება 5 _25 ºC ტემპერატურაზე , მშრალ , სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას . დაუშვებელია საინექციო ხსნარის გაყინვა .   

 

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი . შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

გაიცემა რეცეპტით .

 

მწარმოებელი :

შპს ავერსი - რაციონალი ” ( საქართველო ).

 

მისამართი :

საქართველო 0198, თბილისი , ჭირნახულის . 14.

www.aversi.ge  

 

 

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge