banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

ზენტელი 0.4 გ/10 მლ (ალბენდაზოლი)

 

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

 

ზენტელი 0.4 /10 მლ , ორალური სუსპენზია

( ალბენდაზოლი )

 

 

 

პრეპარატის აღწერილობა

დასახელება

ზენტელი 0.4 /10 მლ , ორალური სუსპენზია

 

შემადგენლობა

ალბენდაზოლი       400 მგ ;

ექსციპიენტები : ალუმინ მაგნიუმ სილიკატი , ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზა , გლიცერინი , პოლისორბატი 80, სორბიტმონოლაურატი , კალიუმის სორბატი , ბენზოის მჟავა , სორბინის მჟავა , სილიკონის ანტიპენი 1510, ნატრიუმისსაქარინი , ფორთოხლის არომატიც , ვანილის არომატიც , პასიფლორას არომატიც , გამოხდილი წყალი q.s.p. 10 მლ ორალური სუსპენზია

 

ფარმაცევტული ფორმა

10 მლ ორალური სუსპენზიის ფლაკონის შემცველი ყუთი .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიჰელმინთური –( P: პარაზიტოლოგია )

 

ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი :

Laboratorie GlaxoSmithKline

100, route de Versailles- 78163 Marly-Roi Cedex

 

მწარმოებელი : FARMACLAIR

440, Avenue du General de Gaulle -14200 Herouville Saint-Clair-France

 

პრეპარატის გამოყენება

მოცემული პრეპარატი არის იმიდაზოლის ჯგუფის ანტიპარაზიტული საშუალება .   რეკომენდებულია Giardia, Oxyuris, Ascaris, Ancylostoma, Trichuris, Anguillula, Trichina და Taenia   დამახასიათებელი პარაზიტული დაავადებებისა და მდგომარეობების სამკურნალოდ .

 

 

სიფრთხილის ზომები

უკუჩვენებები

ზენტელი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში რომლებსაც აღენიშებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ ( ალბენდაზოლი ან მისი კომპონენტები ).

 

ზენტელის დანიშვნა არ შეიძლება ორსულობის დროს თუ არ არის ექიმის რეკომენდაცია .

ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია .

 

სიფრთხილის ზომები

მოცემული პრეპარატის ტრიქინიოზის სამკურნალოდ გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის მოცულობის მონიტორინგი , იმდენად რამდენადაც არსებობს სისხლის ფორმულის და ღვიძლის ფუნქციების ანომალიების რისკი . ტრიქინათი ინვაზიის მკურნალობისას პრეპარატის ეფექტურობის გასაზრდელად მკურნალობა უნდა დაიწყოს ინვაზიის დაწყებიდან რაც შეიძლება სწრაფად .

ტრიქინას ინვაზიის ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს .

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება , ყოველთვის უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს , თუ იღებთ სხვა პრეპარატებს .

 

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული მოცემული პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში .   ორსულობის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში , დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის , იმდენად რამდენადაც მხოლოდ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების შესახებ .   მოცემული პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში .

 

ზოგადად , ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია რაიმე პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით .

 

მიღების წესები და დოზირება

 

ჩვენებები

დღიური დოზა

მკურნალობის ხანგრძლივობა

ენტერობიოზი

1-2 წლის ასაკის ბავშვები : 200 მგ , ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2). მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ , ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი .

1 ერთჯერადი დოზა , რომელიც უნდა განმეორდეს 7 დღის შემდეგ .

ასკარიდოზი , ანკილოსტომოზი

ტრიქოენცეფალოზი

1-2 წლის ასაკის ბავშვები : 200 მგ , ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2). მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ , ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი .

1 ერთჯერადი დოზა

Anguillula ინვაზია

ტენიაზი ( სხვა პარაზიტულ ინვაზიებთან ასოცირებული )

მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ , ანუ 4% ორალუირ სუსუპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი .

1 დღიური დოზა 3 თანამიმდევრული დღე

ლამბლიოზი

ბავშვები : 400 მგ , ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი .

1 დღიური დოზა 5 დღის განმავლობაში

ტრიქინელოზი

ბავშვები : 15 მგ / კგ / დღე ორ დოზად გაყოფილი დღეში

მოზრდილები : 800 მგ ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი .

1 დოზა დილით და საღამოს 10-15 დღის განამვლობაში სიმპტომების სიმწვავეზე და მკურნალობის დაწყების დროულად დამოკიდებულების მიხედვით .

 

* მრგვალი ჭიებით , ტრიქოცეფალოზის და ტენიაზის შემთხვევაში თუ განავლის პარაზიტოლოგიური გამოკვლევის პასუხი 3 კვირიანი მკურნალობის შემდეგ არის დადებითი , უნდა ჩატარდეს მკურნალობის მეორე კურსი .

 

მიღების წესები

ორალური . სპეციალური პროცედურები , როგორიცაა შიმშილობა და გამორეცხვები , საჭირო არ არის .

 

მოულოდნელი და გვერდითი ეფექტები

გასტრო - ინტერსტინური პრობლემები ( დიარეა , ღებინება , აბდომინური ტკივილი ) თავბრუსხვევა , თავის ტკივილი .

გახანგრძლივებული მკურნალობისას აღინიშნება : ცხელება , თმის დროებითი ცვენა , კანის გამონაყარი .

იშვიათად აღინიშნა სისხლის ( სისხლის თეთრი უჯრედების , სისხლის წითელი უჯრედების , თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ) და ღვიძლის ფუნქციების დროებითი ცვლილებები .

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს რაიმე სახის არასასურველი ეფექტის გამოვლენისას .

თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი ეფექტი , რომელიც არ არის აღნიშნული ჩანართში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია .

 

შენახვის პირობები

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ .

 

ჩანართის გადახედვის თარიღი :

2008 წლის აგვისტო

 

ზენტელი წარმოადგენს გლაქსოსმიტკლაინის კომპანიების ჯგუფის სავაჭრო ნიშანს



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge