ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

ვურდონი დიკლოფენაკ ნატრიუმი

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

 

ვურდონი დიკლოფენაკ ნატრიუმი

______________________________________________________________

E.f.C . ტაბლეტები 25 მგ / ტაბლეტები , E.f.c ტაბლეტები 50 მგ / ტაბლეტი , S.r.f.c. ტაბლ . 100 მგ / ტაბლ .

სანთელი 50 მგ / სანთელი , სანთელი 100 მგ / სანთელი . საინექციო ხსნარი 75 მგ /3 მლ ამპულები *                     

                        * ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში

 

 

შემადგენლობა :

მოქმედი ნივთიერება : დიკლოფენაკ ნატრიუმი .

დანამატები :

  • E.F.C ტაბლეტები 25 მგ / ტაბ . და E.F.C ტაბ . 50 მგ / ტაბ : სახამებელი , მაგნიუმის სტეარატი , ეუდრაგიტი L , ლაქტოზა , პოლივიდონი .
  • S.R.F.C. ტაბლ . 100 მგ / ტაბ : გარსი : რკინის წითელი ოქსიდი E 172, ოპარდი Y -1-700: ოპარდი Y -1-700- კომპონენტები : ჰიპერომელოზა ( მეტოცელ E 5 პრემიუმი ), ტიტანის დიოქსიდი E 171, მაკროგოლ 400.

      ბირთვი : საქაროზა , კეტოსტეარილის სპირტი , პოლივიდონი , სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური ( აეროსილი ), გასუფთავებული ტალკი , მაგნიუმის სტეარატი .

  • სანთელი 50 მგ / სანთელი და სანთელი 100 მგ / სანთელი : მირიტოლი , Suppocire .
  • საინექციო ხსნარი 75 მგ /3 მლ ამპ : მაკროგოლი 400, ეთანოლი , ბენზილის სპირტი , ნატრიუმის მეტაბისულფიტი , დინატრიუმის ედეტატი , პროპილენ გლიკოლი ( PG 1.2), საინექციო წყალი .

 

წამლის ფორმა :

ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტი , ნელა გამოთავისუფლებადი გარსით დაფარული სანთლები , საინექციო ხსნარი .

მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია :

  • E.F.C ტაბლეტები 25 მგ / ტაბ : ვურდონის თითოეული 25 მგ ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .
  • E.F.C ტაბლეტები 50 მგ / ტაბ : ვურდონის თითოეული 50 მგ ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .
  • S.R.F.C. ტაბლ . 100 მგ / ტაბ : ვურდონის თითოეული 100 მგ ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .
  • სანთელი 50 მგ / სანთელი : ვურდონის თითოეული 50 მგ სანთელი შეიცავს 50 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .
  • სანთელი 100 მგ / სანთელი : ვურდონის თითოეული 100 მგ სანთელი შეიცავს 100 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .
  • საინექციო ხსნარი 75 მგ /3 მლ ამპ : ვურდონის თითოეული 75 მგ /3 მლ ამპულა შეიცავს 75 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს .

შეფუთვა :

  • E.F.C ტაბლეტები 25 მგ / ტაბ : მუყაოს კოლოფი , რომელიც შეიცავს 30 ვურდონის 25 მგ ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტის ბლისტერებს .
  • E.F.C ტაბლეტები 50 მგ / ტაბ : მუყაოს კოლოფი , რომელიც შეიცავს 20 ან 100 ვურდონის 50 მგ აპკით დაფარული ტაბლეტის ბლისტერებს .
  • S.R.F.C. ტაბლ . 100 მგ / სანტაბ : მუყაოს კოლოფი , რომელიც შეიცავს 10 ან 1000 ვურდონის 100 მგ ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარული ტაბლეტის ბლისტერებს .
  • სანთელი 50 მგ / სანთელი : მუყაოს კოლოფი , რომელშიც არის 10 ვურდონის 50 მგ სანთელი პლასტმასის კონტეინერებში .
  • სანთელი 100 მგ / სანთელი : კარდონის კოლოფი , რომელშიც არის 10 ან 1000 ვურდონის 100 მგ სანთელი პლასტმასის კონტეინერებში .
  • საინექციო ხსნარი 75 მგ /3 მლ ამპ : მუყაოს კოლოფი , რომელშიც არის 5, 6, ან 50 ამპულა ( თითოეული 3 მლ ) პლასტმასის კონტეინერებში .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : არასტეროიდული , ანთების საწინააღმდეგო საშუალება ( NSAIDS ).

 

რა უნდა იცოდეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის შესახებ

ზოგადი ინფორმაცია :

დიკლოფენაკი მოგიხსნით ანთების სიმპტომებს , როგორიცაა შეშუპება და ტკივილი , მგარამ ის არ მოქმედებს ანთების გამომწვევ მიზეზზე .

ჩვენებები :

  • ქრონიკული ანთებითი ართროპათიები ( რევმატოიდული ართრიტი , მაანკილოზებელი სპონდილიტი , ფსორიაზული ართრიტი და სხვა );
  • პერიფერიული სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული ართრიტები ;
  • კრისტალების ნარჩენებით გამოწვეული ართრიტები ( მონონატრიუმის ურატი , კალიუმის დიფოსფატი , კალციუმის ფოსფატი , კალციუმის ოქსალატი );
  • მწვავე ჩონჩხ - კუნთოვანი დარღვევები ( პერიართრიტი , ტენდინიტი , ტრავმული დაზიანებები );
  • პირველადი დისმენორეა ;
  • შაკიკის შეტევები ;
  • თირკმლის კოლიკა ;

 

უკუჩვენებები :

არ მიიღოთ ვურდონი თუ :

  • გაქვთ კუჭის აქტიური წყლული , ან წყლული ანამნეზში , ან სხვა ორგანული კუჭ - ნაწლავის დაავადებები , ან ჰემორაგიის რეციდივები ;
  • ოდესმე თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები ( მაგ . გამონაყაარი , ან მუწუკები ) მედიკამენტებზე , რომლებიც შეიცავენ დიკლოფენაკს , ასპირინს , იბუპროფენს , ან რეაქციები სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ;
  • ოდესმე თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები რომელიმე დანამატი ნივთიერების მიმართ ;
  • თუ გაქვთ სისხლიანი , ან შავი ფერის განავალი ;
  • გაწუხებთ ღვიძლის პორფირია ;

 

დიკლოფენაკი არ გამოიყენოთ 14 წლამდე ბავშვებში .

უნდა გააფრთხილოთ ექიმი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების შესახებ , რადგან დიკლოფენაკი თქვენთვის შესაძლოა იყოს უკუნაჩვენები .

მედიკამენტის გამოყენებისას გასათვალისწინებელი კონკრეტული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები :

ზოგადი :

ვურდონის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ :

  • წარსულში გქონიათ კუჭ - ნაწლავის პრობლემები , ან თუ გქონდათ დისკომფორტი , ან წვა კუჭის არეში არასტერიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შემდეგ .
  • გაწუხებდათ : ბრონქული ასთმა , გულის , ღვიძლის , ან თირკმლის დაავადება , მაღალი არტერიული წნევა , ჰემორაგია , ან სისხლის სხვა დაავადებები ;
  • გქონდათ გულის დაავადება , ან ინსულტი ანამნეზში , ან თუ გრძნობთ , რომ ხართ რომელიმე აღნიშნული მდგომარეობის რისკის ქვეშ ( მაგ . თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა , დიაბეტი , ქოლესტერინის მაღალი დონე , ან თუ მწეველი ბრძანდებით )

დიკლოფენაკის გამოყენება , განსაკუთრებით მაღალი დოზით , ან ხანგრძლივად , შესაძლოა დაკავშირებული იყოს არტერიის თრომბოლიზური მოვლენის მცირედ გაზრდილ რისკთან ( მაგ . მიოკარდიუმის ინფარქტი , ან ინსულტი ). ამ მიზეზების გამო არასოდეს გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას , ან თერაპიის ხანგრძლივობას .

ხანდაზმულები :

დიკლოფენაკის მოქმედება უფრო ძლიერად არის გამოხატული ხანდაზმულებში ახალგაზრდებთან შედარებით . ამიტომაც ხანდაზმულებმა უნდა მიიღონ შედარებით დაბალი ეფექტური დოზა მდგომარეობიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს , თუ აღენიშნებათ რაიმე გვერდითი ეფექტები .

ორსულობა :

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად , ან აპირებთ დაორსულებას . დიკლოფენაკის მოხმარება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში

 

ლაქტაცია :

აცნობეთ ექიმს , თუ ხართ მეძუძური დედა . დიკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს .

 

ბავშვები :

უკუნაჩვენებია დიკლოფენაკის გამოყენება 14 წლამდე ბავშვებში .

გავლენა მართვისა და დანადგარებთან მუშაობაზე :

პაციენტებს , რომლებსაც აღენიშნებათ თავბრუსხვევა , დაღლილობა , ან მხედველობის დარღვევა არასტერიოდული ანთების საწინააღმდეეგო მედიკამენტების მიღების დროს , უნდა მოერიდონ მანქანის მართვას , ან დანადგარებთან მუშაობას . დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ამ სიმპტომების არსებობის შესახებ .

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხა ფორმები :

აცნობეთ ექიმს , თუ იღებთ რაიმე სხვა მედიკამენტს დიკლოფენაკის გარდა . იმ შემთხვევაშიც კი , თუ ეს მედიკამენტები არ არის დანიშნული ექიმის მიერ , რადგან შესაძლებელია , აუცილებელი გახდეს დოზის შეცვლა , ან მათი მიღების შეწყვეტა . დიკლოფენაკმა , შესაძლოა გავლენა იქონიოს შემდეგი მედიკამენტების , ან სუბსტანციების მოქმედებაზე :  

  • ლითიუმი , დიგოქსინი , მეთოტრექსატი და ციკლოსპორინი ;
  • ანტიდიაბეტური მედიკამენტები , გარდა ინსულინისა ;
  • დიურეზულები ;
  • ანტიკოაგულანტები , როგორიცაა ვარფარინი ;
  • სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები , როგორიცაა ასპირინი , ან იბუპროფენი ;
  • ქინოლონი ანტიმიკრობული ;
  • კორტიკოსტეროიდები
  • ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

 

დოზირება :

აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ვურდონი რეგულარულად და ექიმის დანიშნულების შესაბამისად . ეს დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღებაში და შეამცირებს გვერდითი მოვლენების რისკს . მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე დღიანი , კვირიანი ან მეტი ხანგრძლივობის მკურნალობის ჩატარება . თუ რაიმე ეჭვი გაგაჩნიათ მკურნალობასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს .

მოზრდილები :

დოზა უნდა იქნას შერჩეული ინდივიდუალურად მდგომარეობის და პაციენტის რეაგირების შესაბამისად . ჩვეულებრივ , დიკლოფენაკის დღიური საწყისი დოზა არის 75 მგ - დან 150 მგ - მდე დოზის დაყოფით . შემანარჩუნებელი დოზა არის 50-100 მგ სადღეღამისო დოზის დაყოფით და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და პაციენტის რეაქცია . მწვავე ეპიზოდის მართვისათვის , რასაც ესაჭიროება ხანმოკლე მკურნალობა , უკეთესი რეცეპტურა არის ის , რომელიც მოიცავს სწრაფ აბსორბციას .  

შაკიკის შეტევების მართვისათვის , რეკომენდებული დოზა არის დიკლოფენაკის 100 მგ სანთლები , რომელიც ინიშნება რექტალურად შეტევის პირველი ნიშნებისთანავე . საჭიროების შემთხვევაში , შესაძლებელია დამატებითი 50 მგ მიღება დღის განმავლობაში . საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150 მგ . შაკიკის მწვავე ეპიზოდისათვის , დიკლოფენაკი ინიშნება კუნთებში ინექციის სახით საწყისი დოზით 75 მგ . საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იმავე დღეს დაინიშნოს 50 მგ დიკლოფენაკის სანთელი . საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150 მგ . თირკმლის კოლიკის მართვისათვის რეკომენდებულია დიკლოფენაკის კუნთებში გაკეთება და რეკომენდებული დოზა არის 150 მგ . დიკლოფენაკის ინტრამუსკულური გამოყენება არ უნდა აჭარბებდეს 2 დღეს . ხანდაზმულთა და გულით დაავადებულთა და თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით და უნდა გაგრძელდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით .

ბავშვები

დიკლოფენაკის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში .

მიღების მეთოდი :

სანთლების გამოყენებამდე უნდა მოხდეს ნაწლავის გათავისუფლება . დაიბანეთ ხელები . მოაშორეთ სანთელს შეფუთვა , დაასველეთ ცივი წყლით . დაწექით გვერდზე და გაიკეთეთ სანთელი სწორ ნაწლავში მაქსიმალურად ღრმად . თუ სანთელი დარბილებულია , გაყინეთ მაცივარში რამდენიმე წუთით , ან შეუშვირეთ ცივ წყალს შეფუთვის მოხსნამდე . არ გაყოთ სანთელი , რადგან არასწორმა შენახვამ შესაძლოა გამოწივიოს მოქმედი ნივთიერების არასწორი მიღება .

ნაწლავში ხსნადი და ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარული ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად , გატეხვის გარეშე ჭიქა წყალთან , ან სხვა სითხესთან ერთად . უკეთესია ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტის მიღება ჭამამდე , ან ცარიელ კუჭზე . ნელა გამოთავისუფლებადი აპკით დაფარული ტაბლეტების მიღება უმჯობესია ჭამის დროს .

რა უნდა მოიმოქმედოთ დოზის გამოტოვების შემთხვევაში :

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება , მიიღეთ გახსენებისთანავე . თუ მოახლოვებულია მეორე დოზის მიღების დრო , მაშინ აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივად .

 

დოზის გადაჭარბების მართვა :

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში .  

გვერდითი ეფექტები :

სხვა პრეპარატების მსგავად ვურდონმაც შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები . ეს შეიძლება იყოს წვის შეგრძნება , დისკომფორტი კუჭში , საერთო სისუსტე , ღებინება , დიარეა , ნაწლავების კოლიკა , მეტეორიზმი , მადის დაკარგვა , თავის ტკივილი , თავბრუსხვევა და გამონაყარი კანზე .

დიკლოფენაკის მიღებასთან ზოგჯერ შესაძლოა დაკავშირებული იყოს არტერიის თრომბოლიზი ( მაგ . მიოკარდიუმის ინფარქტი , ან ინსულტი ).

იშვიათი გვერდითი მოვლენები , გამოვლენილი პაციენტთა 1% არის : ჰემატემესი , შავი ფერის განავალი , წყლულოვანი დაავადება , ჰემორაგიული დიარეა , ყაბზობა , თვლემა , ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში , ორიენტაციის დარღვევა , მხედველობის დარღვევა ( მაგ . ბუნდოვანი ხედვა , ან მხედველობის გაორება ), სმენის დაქვეითება , შუილი ყურებში , უძილობა , გაღიზიანებადობა , შფოთვა , დეპრესია , პანიკური შეტევები , ჭინჭრის ციება , კანის რეაქციები , თმის ცვენა , ფოტომგრძნობელობა , კანიდან სისხლდენა , ღვიძლის ფუნქციის გაუარესება , რაც იწვევს სახის , ფეხების შეშუპებამდე , მწვავე ოლიგურია , ჰემატურია , ღვიძლის ფუნქციის დარღვევები , რომელსაც მივყავართ სახის და თვალების სიყვითლემდე , ზოგჯერ ცხელებამდე , ან მუცლის ზედა ნაწილის შესიებამდე და ტკივილამდე შეხების დროს ; მწვავე ჰემატოლოგიური დარღვევების სიმპტომები , როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა , ალერგიული რეაქციები - სუნთქვის გაძნელება , ჰაერის უკმარისობა , ან სინკოპე , მაღალი წნევა . ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც , გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა .

ვურდონის მიღება შეწყვიტეთ შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს :

  • დისკომფორტი მუცლის არეში , წვის შეგრძნება კუჭის არეში , ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში ;
  • სისხლიანი ღებინება , შავი განავალი , ან ჰემატურია ;
  • კანის პრობლემები , როგორიცაა გამონაყარი , ან ქავილი ;
  • სუნთქვის გაძნელება ;
  • კანის , ან თვალების სიყვითლე ;
  • გამუდმებული ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა ;
  • სახის , ფეხების შეშუპება ;
  • თავის ძლიერი ტკივილი ;
  • ტკივილი გულმკერდის არეში და ხველა

ამ გვერდითი მოვლენების სერიოზულობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს , ან ფარმაცევტს , ან თუ შეამჩნევთ რაიმე სხვა გვერდით მოვლენას , რაც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი .

თუ დიკლოფენაკს იყენებთ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში , რეგულარული შემოწმებისათვის მიაკითხეთ ექიმს , რომ რაიმე გვერდითი მოვლენა არ დარჩეს შეუმჩნეველი .

 

 

 

ვარგისობის ვადა :

25 მგ ტაბლეტი #100 – 3 წელი ოთახის ტემპერატურაზე ;

ამპულა – 5 წელი ოთახის ტემპერატურაზე ;

სანთელი – 3 წელი ოთახის ტემპერატურაზე ;

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის გასვლის შემდეგ , რომელიც აღნიშნულია შეფუთვის გარე და შიდა ზედაპირზე .

 

informacia medikamentis racionalurad gamoyenebis Sesaxeb

 

·    es medikamenti daginiSnaT eqimma mxolod konkretuli problemisaTvis. ar unda gadasceT es preparati sxva adamians da ar unda gamoiyenoT sxva SemTxvevisaTvis eqimTan SeTanxmebis gareSe.

·    Tu mkurnalobis dros gamoikveTa raime problema, unda acnoboT eqims, an farmacevts.

·    Tu gaqvT raime kiTxva wamalTan dakavSirebiT, romelsac iyenebT, an gesaWiroebaT meti informacia Tqvens samedicino problemasTan dakavSirebiT mimarTeT eqims, an farmacevts.

·    usafrTxoebis da efeqturobis mizniT, unda daicvaT daniSnuleba da medikamentTan dakavSirebuli informacia.

·    Tqveni janmrTelobis usafrTxoebisaTvis dakvirvebiT gaecaniT informacias daniSnul medikamentTan dakavSirebiT.

·    ar SeinaxoT preparati abazanis ujraSi, sicxem da sinestem SesaZloa imoqmedos masze da safrTxe Seuqmnas Tqvens janmrTelobas.

·    ar SeinaxoT is medikamentebi, romlebic aRar gesaWiroebaT, an romlebsac vada aqvs gasuli.

·    SeinaxeT preparati bavSvebisaTvis miuwvdomel adgilas.

 

 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


გაცემის წესი

II ჯგუფი ( ექიმის რეცეპტით )

ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

 

მწამოებელი და მარკეტინგული უფლებამოსილების მფლობელი :

HELP SA , ვალაორიტოს . 10, GR144 52 მეტამორფოზა , ატიკა - საბერძნეთი .  

ტელ : +30 210 2815353; +30 210 2843479;




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge