banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

ტერაფლექსი ადვანსი

 

 

 

 

P პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

 

( პაციენტებისთვის )

 

ტერაფლექსი ადვანსი ( THERAFLEX ADVANCE)

K კაფსულები

 

 

 

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები :  

1 კაფსულა შეიცავს : გლუკოზამინის სულფატი 250 მგ ,

ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი 200 მგ , იბუპროფენი 100 მგ

დამხმარე ინგრედიენტები :

ჟელატინი , მიკროკრისტალური ცელულოზა , სიმინდის სახამებელი , პრეჟელატინირებული სახამებელი , ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი , კროსპოვიდონი , სტეარინის მჟავა , მაგნიუმის სტეარატი , ტიტანის დიოქსიდი , პოლივინილპიროლიდონი , სილიციუმის დიოქსიდი , FD&C ცისფერი #1 ლაქი .

 

წამლის ფორმა

60 და 120 კაფსულა ფლაკონში

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ხრტილოვანი ქსოვილის ცვლაზე მოქმედი საშუალება . მუკოპოლისაქარიდული ბუნების პრეპარატი

 

ჩვენება

ოსტეოართროზისა და საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ - დისტროფიული დაავადებების გამწვავებისას ტკივილისა და ანთების სხვა სიმპტომების კუპირებისათვის , ასევე გამოიყენება სახსრების ტრავმების სამკურნალოდ .

 

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებში მიიღება პერორალურად 2 კაფსულა   2-3- ჯერ დღეში ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად .

მიღების   ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს   20 დღეს . პრეპარატის შემდგომი გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან .  

 

გვერდითი მოვლენები

კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ : შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა , ტკივილი ეპიგასტრიუმში , მეტეორიზმი , დიარეა , შეკრულობა .

ცნს - ის მხრივ : თავის ტკივილი , ძილის დარღვევა , თავბრუსხვევა

სხვა : ალერგიული რეაქციები

ყველა აღნიშნული სიმპტომი ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ .

 

უკუჩვენება

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ , კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანება გამწვავების პერიოდში , მხედველობის ნერვის დაავადებები , სისხლწარმოქმნის დარღვევა , ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები , გულის ქრონიკული უკმარისობა , “ ასპირინული ასთმა ”, ფენილკეტონურია . ბავშვთა ასაკი 12 წლამდე , ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი .

 

დოზის გადაჭარბება

არ არის აღწერილი . დოზის გადაჭარბების შემთხვევაში , საჭიროა კუჭის ამორეცხვა , გააქტივებული ნახშირის მიღება და   ჰოსპიტალიზაცია ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში

 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება . პაციენტებში , რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები , გულის ქრონიკული უკმარისობა მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების , პერიფერიული სისხლის კონტროლი . პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში ანამნეზში კუჭის წყლულისა ან კუჭ - ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების არსებობისას , კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის დროს . ხანგრძლივი მკურნალობის დროს გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და აასს - ის ერთდროულად გამოყენებისას . მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი აუმჯობესებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეთვისებას . ამცირებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ( აგფ ინჰიბიტორების , ბეტა - ადრენობლოკატორების ), დიურეზულების ( ფუროსემიდი , ჰიპოთიაზიდი ) მოქმედებას , აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას . გლუკოკორტიკოიდებისა და აასს - ერთდროული გამოყენება აძლიერებს გვერდითი მოვლენების განვითარებას კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ .

 

შენახვის პირობები  

პრეპარატი ინახება არაუმეტეს +250 C ტემპერატურაზე , მშრალ , ბნელ , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა

2 წელი . არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ .

 

 

 

 

 

 

 

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი

ექიმის რეცეპტის გარეშე

 

 

გამოშვების ფორმა

#120 და #60 კაფსულა ფლაკონში .

 

მწარმოებელი კომპანიის   დასახელება , მწარმოებელი ქვეყანა , მისამართი

საგმელი , ინკ ., ჩიკაგო ;   . . .

1580 S. Milwaukee Ave., Suite 415 , Libertyville, IL 60048

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge